gogi

ლორთქიფანიძე: ქვეყანა მოუმზადებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

  • 01 აპრილი 14:29 NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ქვეყანა ამისთვის მოუმზადებელია.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად, ან, რაც უფრო ცუდია – მისი არაქმედითუნარიანობის გამო, ყოველმხრივ აჭიანურებს თვითმმართველობის არჩევნების პროცესს, და ქმნის დაბრკოლებებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, რაც მეტად საგანგაშოა ქვეყნის მდგრადი განვითრებისათვის.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე პირველი მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც _ 2014 წლის 15 ივნისი. ვრცლად »

gogi

ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს

ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს

  • 31 მარტი 15:20 NEWS.GE

სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება.

„მიუხედავად ჩემი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ პიროვნების და იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს, ამ საქმის გამოძიება პრემიერმინისტრის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს.

დღეს ამ პიროვნების ცემის ფაქტი ალბათ ბევრისთვის გულისმოსაფხანი აღმოჩნდა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანალოგიური ფაქტებით იწყებოდა წინა ხელისუფლების მოღვაწეობის ისტორიაც და რაც მივიღეთ წაყრუების და თავის კანტურის პოლიტიკით ყველამ კარგად ვიცით. ვრცლად »

SONY DSC

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაფორმებაში

აზერბაიჯანთან ფულის კეთებაა

შორენა კოწოწაშვილი   19.04.2007   “ახალი თაობა”

`სახალხო პატრიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიუღებელს უწოდებს იმ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებისგან ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გაჟღერდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტში თავმოყრილი რევოლუციური ხელისუფლების აზრები და შეხედულებები, არის მათი უნიათობის, უსუსურობისა და დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურება. ოპოზიციონერი გიორგაძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტებისთვის ქართველი საზოგადოება ადეკვატურ ზომებს რომ იღებდეს, დოკუმენტის შემქმნელები ქუჩაში გამოსვლას ვერ გაბედავდნენ. ვრცლად »

giorgadze-1

ვინ იყენებდა გამსახურდიას გადმოსვენებას ეკლესიის წინააღმდეგ? -2007

ნათია ხურცილავა  “ახალი თაობა” 30.03.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, რა ემოციას იწვევს თქვენში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესიას?
_ ისე, როგორც ქართველ ადამიანს, ბუნებრივი ემოცია გამაჩნია, სამშობლოს დაუბრუნდა კიდევ ერთი ქართველი. ამ ყველაფერს, ცხადია, ტკივილიც, განცდებიც ახლავს. ბუნებრივია, ყველა ქართველის განსასვენებელი ქართული მიწაა. მისასალმებელია, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით ეს აღსრულდა. რაც შეეხება სუბიექტურ, ადამიანურ მომენტს, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა ეროვნული მოძრაობიდან. ჩემი ეს ადამიანური, ერთად ბრძოლის ემოციები ცოცხლდება. ასევე ცოცხლდება ის ტკივილიანი დღეები, რომელიც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს გატარებული. გარკვეულწილად, ხელახლა ხდება გაანალიზება და გახსენდება მთელი საქართველოსთვის ძალიან ტკივილიანი დღეები. ამ ყველაფერს ემატება და არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ასეთი არაორგანიზებულობა, გაურკვევლობა. უპატივცემულობაც კი არის ზვიად გამსახურდიას მიმართ, რასაც ზოგიერთი მისი ახლობელი იჩენს. ზოგიერთ განცხადებას სპეკულაციაც შემიძლია ვუწოდო. ვრცლად »

76

`ფერიის მთაზე ტაძარს ანგრევენ და თბილისის ცენტრში მეჩეთის მშენებლობა იგეგმება – 2007

შორენა კოწოწაშვილი    19.05.2007   “ახალი თაობა”

_ დამოუკიდებელ საქართველოში `ამაღლების~ დღესასწაულზე ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაჩინა თავისი რეალური სახე, თავისი ბოლშევიკური ბუნება და გასცა განკარგულება ეკლესიის დანგრევის შესახებ. ეს განკარგულება ოპერატიულად იქნა სისრულეში მოყვანილი და საქართველოში ნაკურთხი, მშენებარე ტაძარი დაინგრა, _ აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე და სახლახო მოძრაობა `ქართული გზის~ წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს აჭარაში მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევას. ვრცლად »

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“: დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა

  • 28 მარტი 2014   NEWS.GE

„სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ თაღლითობას მიმართა.

„ხუდონჰესის პროექტის მშენებლების შეხვედრაზე მასმედიასთან, ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა. კერძოდ, მან სავარაუდო შემოსავლების პერიოდად, შთამბეჭდავი ციფრების მისაღებად გამოიყენა 20-წლიანი ვადა. კიდევ ერთი სიცრუე იყო, როცა მან დაასახელა ელექტროენერგიის გადაცემა _ დისპეტჩერიზაციით მიღებული შემოსავლები ასევე 20-წლიან პერიოდში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს უკანასკნელი ეხება აქ მოხმარებულ ელექტროენერგიას და, შესაბამისად, ეს შემოსავლები არის ჩვენ მიერვე ტარიფით გადახდილი ფული. ვრცლად »

gogi

ლორთქიფანიძე: ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა

  • 28 მარტი 16:26  NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, ბოლო დროს, ბევრი უცნაური მოვლენა, საეჭვოდ კანონზომიერად ემთხვევა ერთმანეთს დროსა და სივრცეში.

„ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები კინოს სახლში თუ პუშკინის სკვერში.

ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია და კონტრაქცია, რომელიც პატარა, ათწუთიანი კინკლაობით დამთავრდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი 5 საათი ტრიალებდა ეს ნიუსი სამამულო პროპაგანდისტულ ტელესივრცეში. ვრცლად »

gerbebi_Page_6

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს

ღია წერილი   (01.04.2013)

1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უკანასკნელ შეკრებაზე ქ. ბათუმში 1921 წლის 17 მარტს მიღებულიყოს გადაწყვეტილება ამ კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების შესახებ. არანაირი დოკუმენტი ან ინფორმაციის სხვა წყარო მითითებული არ არის (და არც არსებობს. პირიქით: ისტორიისათვის ცნობილია, რომ 1921 წლის იანვარ-მარტის ომში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობდა, ქართული მხარისათვის გამოეძალა კაპიტულაცია ამა თუ იმ ფორმით, რათა გადაეფარა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მყვირალა ფაქტი. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს

“რეზონანსი” 25.03.2013

გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), არამედ ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების თანხვედრას, ერთის მხრივ, და საქართველოს, როგორც ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყნის, ისტორიულმასშტაბიან საიმედოობას, როგორც დასავლური ცივილიზაციის (ამ სიტყვის ფართო აზრით) წევრისას, მეორეს მხრივ. ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ნაკლებ ინფორმირებულ მოქალაქეებს ვრცლად »

SONY DSC

საპარლამენტო უმრავლესობა ფუყე ლიდერებით არის სავსე

 ვინ და რატომ წამოსწია რეგიონული ენის პრობლემა.

ახალი თაობა” 25.03.2013  შორენა კოწოწაშვილი

 ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს იმ ტენდენციას, რომელიც რესპუბლიკელების მხრიდან დადგა და ჯავახეთში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას გულისხმობს. გიორგაძის თქმით, ეს იქნება სეპარატიზმის წახალისება და საქართველოში ფედერალური ტერიტორიული მოწყობის დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

რა შეცდომებს უშვებენ `ქართული ოცნების~ უმწიფარი პოლიტიკოსები და რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, მართლაც ნაცმოძრაობის პოლიტიკური რეანიმაცია მოხდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით კენჭისყრით? ვრცლად »
Powered by WordPress