Archive for July, 2016

gerbi axali 1

ძვირფასი თანამებრძოლის ხსოვნას – დავით ვაჩნაძე. ივერია #7 07 1954

ულმობელმა სიკვდილმა ჩვენს ქართულ ეროვნულ რიგებს ძვირფასი მებრძოლი გამოაცალა _ ალექსანდრე ასათიანი. მე გავეცანი მას თბილისში, 1917 წელს, როდესაც საფუძველს უყრიდით ერ. დემ. პარტიის ორგანიზაციას. ეს იყო პირველი წელიწადი საქართველოში, არა სოციალისტურ ქართული პარტიის დაარსებისა.

gerbi axali 1

მარქსიზმ-ლენინიზმის ძლიერება და უძლურება ს. ჭირაქაძე

ივერია   #14   1971  პარიზი     თანამედროვე ეპოქა შეუძლებელია გავიგოთ ისე, თუ მარქსის დოქტრინა სწორად არ იქნება გაგებული, როგორც მისი მიმდევრების, ისე მოწინააღმდეგეების მიერ. „მეცნიერული სოციალიზმი“ დასაბამს მარქსიდან იღებს. უმანდელი სოციალიზმი „უტოპიად“ იქნა გამოცხადებული. ჩვენთვის ორთავე უტოპიაა.  ეს სრულებით ხელს არ უშლის, სოციალისტური მოძრაობა ინტერნაციონალური მასშტაბით ძალზე განვითარებულიყო და მთელს ჩვენს პლანეტას ერთბაშად მოდებოდა, განსაკუთრებით, 1917 [...]

gerbi axali 1

კიდევ ერთხელ – სისტემა უნდა დაინგრეს.

საქართველოში კვლავ  მუდმივ პრობლემად  რჩება ხელისუფლების მიერ ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ პროცესებში გამოყენება. წინა და დღევანდელი ხელისუფლებები თავს იწონებდნენ სამართალდამცავი  უწყებების დეპოლიტიზაციის წარმატებული განხორციელებით,  თუმცა, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. ბოლო დღეების განმავლობაში სხვა და სხვა უმაღლესი თანამდებობის მქონე ფიგურისგან, უკვე მერამდენედ, ხდება ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობის დადანაშაულება პოლიტიკურ ზეწოლაში. მათი განცხადებები (მოგვწონს ჩვენ თუ არა [...]

ასათიანი

ალ. ასათიანი – ჩემი ცხოვრება ივერია #7 07 1954

,,მებრძოლ ძალთა მაქსიმალური ერთობა. ასეთია ჩვენი ერის გარდაუვალი ნებისყოფა. ასეთი წმინდა ერთობის შექმნისათვის, საჭიროა ბევრი რამ პიროვნული განცდებისა და გრძნობების დათმობა. თორემ იდეათა და მიზნების სფეროში, არავის ექნება რაიმე დასათმობი, რადგან საქართველოს ბრძოლის მიზანი საერთოა და უდავო ყველა ქართული ძალისათვის. ქართულ ასპარეზზე ეს ადვილად იქნა მიღწეული, ხოლო ეროვნულ სხეულს მოწყვეტილ ემიგრაციაში ეს გრძელდება . . [...]

gerbi axali 1

მსოფლიო-ბედის უკუღმა ტრიალი. პარიზი – ივერია #8 1956 ელ. პატარიძე

       მეცხრამეტე საუკუნის მეტად შინაარსიანმა ეპოქამ, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად მთელი მისი სიმძიმით, მსოფლიოს წინაშე დასვა ეროვნებათა თავისუფლების საკითხი. -„მრავალ სხვა კეთილშობილ საკაცობრიო იდეათა შორის აცოცხლდა და და ხორცი შეისხა ეროვნულმა იდეამ. რასიულად მონათესავე ტომები ეროვნულ ერთეულებში დალაგდნენ, ეროვნულს შეგნებას მიაღწიეს და მათ მიერ დასახლებულ მიწა-წყალზე ნაციონალურ სახლმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. „ძირიანად და არსებითად ნაციონალურმა ევროპამ [...]

gerbi axali 1

იძულებითი ერთა სოლიდარობა – ივერია #8 1956 პარიზი ს. ჭირაქაძე

კომუნისტურმა პრესამ კვლავ დასვა დღის წესრიგში ერთა სოლიდარობის საკითხი. აქედან ნათლად სჩანს, რომ მათ მიერ მრავალჯერ დადასტურებული და დაკვეხნილი ერთა თანასწორობა და ინტერნაციონალური თანხმობა, ისეთივე მითია, როგორც ბევრი სხვა რამ. იმ წლის 20 სექტემბრის გაზ. „კომუნისტ“-ში დაბეჭდილია გ. ჟვანიას ვრცლი წერილი „ბრძოლა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინური პრინციპებისათვის“.

gerbi axali 1

ჩვენი ეკლესიისათვის რ. ინგილო ივერია#8 1956 პარიზი

ერთობ მძიმე დავალება თავს მომახვია „ივერია“-ს რედაქტორმა: ვაუწყო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ცნობები საქართველოს ეკლესიაზე და დამატებით მის ამჟამინდელ ყოფაცხოვრებაზე. ძველი თაობა ჩემზე ნაკლებათ არ არის ჩახედული ამ საკითხში, ამიტომ ჩემი ნაწერი მას არაფერს შესძენს და არც თუ ისე გამოადგება. ვფიქრობ, რომ რედაქციას მხედველობაში ჰყავს მოზარდი თაობა – მოწყვეტილი და აშორებული სამშობლო კერას, ზერელეთ მცნობი [...]

gerbi axali 1

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოუძიებლობა ხელისუფლების, არა მხოლოდ უნიათობაზე, არამედ მავნებლობაში თანამონაწილერობაზე მიგვანიშნებს, რაც ბევრად უფრო უარესია.

ქართული “პოლიტელიტა” ჭირს კი მალავს, მაგრამ ჭირი არ მალავს თავს.  თურქეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა 2012 წლის ლაფანყურის მოვლენები. დაგვაფიქრა ვინ მართავდა და მართავს საქართველოს და მათ ხელში რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.

ლოგო

ქართული ოცნების ახდენილი ოცნება – ნაცები ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან.

1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იმართება. დამთავრდა კამათი სესიაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე, მაგრამ არ ცხრება ვნებათაღელვა გიგი წერეთლის ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსული დელეგაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – [...]

Powered by WordPress