Archive for the ‘გიორგი ჭანტურია’ Category

gia

გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი

besarion

XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები

XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით.

gia

რა საიდულოს ახადა ფარდა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა

2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:“2002 წელს საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”.  ეს ინფორმაცია უცნობი იყო გიორგი ჭანტურიას თანამებრძლობისთვის, რადგან მათ საქართველოს პროკურატურას რამოდენჯერმე მიმართეს, სადაც ითხოვდნენ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას. [...]

gia Wanturia

გიორგი ჭანტურიას მკვლელობის 20 წლისთავის გამო

20 წელი გავიდა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, რომლის შედეგადაც იგი და მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ეს იყო არა მარტო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის ტრგედია, არამედ ქვეყნისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა. იგი მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური [...]

gia

ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988

                                 `ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და                                    ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა                           [...]

საქართველოს მთავარ პროკურორს

 საქართველოს მთავარ  პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს – გიორგი ჭანტურიას და სახალხო პარტიის თავმჯდომარის   მამუკა გიორგაძის                   გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  ბატონო არჩილ! საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა [...]

Powered by WordPress