ივერია #8 1956 პარიზი რ. გაბაშვილი შიდა რუსეთი, – ერთად-ერთი დიდი იმპერიაა, დარჩენილი მსოფლიოში, – მუდამ იყო შემორტყმული, ჯავშანივით, არა რუს, ძალით დაპყრობილ ერთა კოლონიებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჯავშანი გაორკეცდა, და, თუ წინათ თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, შავი ზღვიდან იაპონიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, ეხლა შუაგულ ევროპამდე, ხმელთა-შუა ზღვამდე და ინდოეთის [...]
Archive for the ‘პიროვნებები’ Category
სპირიდონ კედია – სიტყვა დამფუძნებელ კრებაში 1919 21 03
(სახალხო პარტია – გაკვეთილი ასწლიანი ისტორიით, ვიცით შედეგები, შევადაროთ თანამედროვე რეალობას და ახლა მაინც გავაკეთოთ სწორი დასკვნა) `დამფუძნებელი კრების წევრნო! არასოდეს ასეთის სიმკაცრით არ გამოთქმულა წინააღმდეგობა სინამდვილესა და იდეოლოგიას შორის. ის გარემოება, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 127 მეტი სოციალისტი ზის, ხოლო სინამდვილე ძალას გვატანს სახელმწიფოს აღსაგებად საღი ბურჟუაზიული საფუძვლები და მეთოდი ვიხმაროთ, _ ეს გარემოება [...]
მხედრის ფიქრები – გ. კვინიტაძე
1933 წ პარიზი (აკაკი წერეთლის `თორნიკე ერისთავის~ შესახებ) როდესაც პირველად თორნიკე ერისთავი წავიკითხე, სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა და ზოგიერთი აზრი დამებადა. მინდა ეს აზრები დღეს მკითხველს გავუზიარო. არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ გაუძლო პატარა საქართველომ გარშემორტყმულ, მრავალ რიცხოვან მტერს. ხოლო ვინ არ იყო ჩვენი მტერი? ქრისტეს დაბადებამდე სპარსეთი და რომი. ქრისტეს შემდეგ კიდევ სპარსელები, მერე [...]
ტანჯვათა ტიტანი – დოსტოევსკი
მერაბ კოსტავა ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო, ირკალებიან სტეპნი დონისა, გაშიშვლებულა დიდი რუსეთი როგორც მეძავი ბაბილონისა. ნუთუ ფორტუნას ჰყავს ატანილი და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის… როდემდე გასტანს აუტანელი უსულგულობა ჩინოვნიკობის.
26 მაისი – მერაბ კოსტავა
ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი [...]
პირობები იცვლება, ბრძოლა გრძელდება – სამშობლო #11 04 1932 პარიზი
ალ. ასათიანი საქართველოს ბრძოლა გრძელდება. წელი-წელს მისდევს და მსხვერპლი _ მსხვერპლს ემატება. ამ ახალი ბრძოლის ათის წლის თავი უკვე გავიარეთ და ამ ბრძოლაში გაწეულ მსხვერპლის რაოდენობა კვლავ აღვრიცხეთ და გადავითვალეთ. ის ფრიად დიდია. ხოლო ბრძოლა კვლავ გრძელდება და მისი დასასრულის მიჯნა კვლავ არ სჩანს. ადამიანის ცხოვრების მანძილი მოკლეა, და ბუნებრივია, რომ ათეულ წლის გამუდმებულ და [...]
საქართველოს დამოუკიდებლობა – სპირიდონ კედია
საქართველოს გუშაგი # 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი. საქართველოს დამოუკიდებლობა, შეყრილი რუსეთის და დასავლეთ ევროპის ნება-სურვილის გარეშე, მაგრამ შეგნებულად მოსურვებული, თავის სამხედრო მიზნების სასარგებლოდ, გერმანია. ავსტრია-ოსმალეთის მიერ, საერთაშორისო სასწორს თავისი საკუთარი სიმძიმით აწვებოდა.
სპ. კედია – ფიქრები და მოგონებანი
თებერვალი 1921 წელი სპ. კედია, საქართველოს გუშაგი # 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი. საქართველოს ბედის წერის თვე და წელიწადი! გრძნობდი, რომ კვლავ იმართებოდა, მთელი საუკუნის ტყვეობის შემდეგ სამი წლის წინად აღმდგარი ერი და ქვეყანა! რომ კვლავ საოცნებოდ ხდებოდა ასი წლის ნატვრის, ბრძოლის და სხვერპლის შედეგად შობილი ეროვნული თავისუფლება. გრძნობდა შვილიქვეყნისა, სამშობლოს [...]
სპ. კედია – იმედის საფუძვლები
სპ. კედია საქართველოს გუშაგი # 2 ეს მეთორმეტე ახალი წელიწადია. თერთმეტი მისი წინაპარი შავი და ულმობელი იყო ქართველი ხალხისათვის. მტარვალის მძვინვარებამ საზღვარი არ დაიდო _ მთელი საქართველო გააგოლგოთა. არც სული დაუტევა უწამებელი, არც ხორცი, არც კერა დაუნარჩუნა წაუბილწავი, არც ეკლესია. არც ზნეობა დაინო, არც ტრადიცია; მამაპაპეული მიწა-წყალიც არ დაზოგა: მისი ერთი ნაჭერი გაასაჩუქრა; დანარჩენზე უცხო [...]
კუდაბზიკეთი
აკაკი წერეთელი (ზღაპრული მოთხრობა) იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, [...]