საარჩევნო სუბიექტი „სახალხო პარტია“ წარმოადგენს ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – სახალხო პარტიის და საქართველოს სახალხო ფრონტის საარჩევნო გაერთიანებას პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ერთიანი სიით. „სახალხო პარტია“ პარლამენტში ნიშნავს პარლამენტში ეროვნული ანუ ეროვნული სამართლიანი თავდამკვიდრების ამოცანით მოტივირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაბრუნებას!
Archive for the ‘პარტიის პოზიცია’ Category
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი
საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის) სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები “დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე” “გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ [...]
სახალხო პარტიის პოზიცია დ. უსუფაშვილისა და გ. ხუხაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით
ქართველმა ხალხმა 2013 წლის პირველ ოქტომბერს განაჩენი გამოუტანა “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობას და გასცა მანდატი, რათა შესაბამისად შეფასებულიყო 2003-2012 წლების მოვლენები, მომხდარიყო გადახედვა მიღებული გადაწყვეტილებებისა და დამდგარიყო დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან სულ უფროდაუფრო ხშირად ისმის ფრაზები, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ოცნების ამომრჩევლებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების [...]
შევქმნათ 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი კომისია
სახალხო პარტიის ინიციატივა გაზ. “რეზონანსი” 16.02.2013 მოსაზრება(16.02.2013) მამუკა გიორგაძე , პაატა კოღუაშვილი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თანდათან იძაბება. ხელისუფლების ცვლილების პროცესში ძალაუფლებისათვის ბრძოლა უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ღებულობს, რომელიც არსობრივად არა იმდენად პრინციპული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რამდენადაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა. საქართველო ასეთ ვითარებაში პირველად არ აღმოჩენილა. საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამდენჯერმე, ძალზედ [...]
რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? – 21.10.2009
ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]
ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევის ანატომია 09.06.2010
საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ღირებულ ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობათა შექმნას შესაბამისი მსოფლმხედველობითი საფუძველი სჭირდება. ქართული კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, წარმოუდგენელია ქრისტიანობის გარეშე. ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთის მხრივ, განსაზღვრა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქართველი კაცის ღრმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა [...]
რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2010
წინამდებარე წერილი დაწერილია 2010 წელს – აღსანიშნავია, რომ ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, [...]
ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს
მამუკა გიორგაძე: “ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს” “ახალი თაობა” 04.12.2013 შორენა კოწოწაშვილი რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მიერ ინიცირებული თითმმართველობის კანონი, აწყობს კი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონალიზმის გააქტიურება, არის თუ არა ეს სეპარატიზმის გაღვივების ხელშეწყობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის თავისუფლად მოქმედების არეალი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, [...]
ყველას! ყველას! ყველას!
რეზონანსი (02.12.2013) მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე მურმან ლებანიძე საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა [...]
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით
”სახალხო პარტიის” განცხადება დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან და არც ერთი მონაწილე კანდიდატისგან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორისა.