Archive for the ‘საქართველოს ეკლესია’ Category

ilia 2

„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.

„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს. „ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე – შელახული, [...]

giorgadze-1

მისი უწმიდესობა და ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს თავი იმ ერს, რომელსაც უფალმა ძნელბედობის ჟამს ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის აზროვნების დიაპაზონის სიდიდემ, მოვლენების შეფასების სიზუსტემ და ერის ცხოვრების კრიტიკულ მონაკვეთებში აქტიურმა მონაწილეობამ ურთულეს პერიოდში ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი. მან განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესიის ავტორიტეტი არა [...]

SONY DSC

რატომ დაუჯდება ძვირად საქართველოს ეკლესიას უკრაინის ერთი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და როდის იყრიდა კენჭს ფილარეტი რუსეთის პატრიარქად

 უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის, მრევლის რაოდენობით უპირველესი მოსკოვის საპატრიარქოს დამორჩილებული კიევის ეკლესიაა, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს, რიგით მეორე კი მისგან განდგომილი ფილარეტის ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია, ცდილობს, მიიღოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს თხოვნა ისმინა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე ფილარეტმა თავის მიზანს მიაღწიოს. ამ ფაქტისადმი ჩვენს საზოგადოებაში [...]

SONY DSC

რის საფუძველზე ითხოვენ საქართველოს ეკლესიასთან გათანაბრებას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, „ქრისტეს ეკლესიამ“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციამ“, „ქართველ მუსლიმანთა კავშირმა“, „წმინდა სამების ეკლესიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაწესებული [...]

SONY DSC

რატომ ნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთის საპატრიარქოებში თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს და როგორ გამოაცხადა საქართველოს წმიდა სინოდმა რუსეთის იმპერიისა და რუსეთის ეკლესიის ქმედებები დანაშაულად

14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენელი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაინიშნა. ინფორმაციამ უსიამოვნო ნალექი დატოვა საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გულში (სავსებით ბუნებრივად) და მართლაც გააჩინა სსრკ-ს დროინდელი ცეკას მეორე მდივნის ასოციაცია, რომელსაც მოსკოვი ნიშნავდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არც ჩვენმა თანამემამულე თეოლოგებმა და არათეოლოგებმა დაინანეს და ისეთი ამბავი შეიქნა, თითქოს რუსეთის ეკლესიამ [...]

ilia meore

პატრიარქობის 40 წელი

 ვულოცავთ საქართველოს მისი უწმინდესობის აღსაყდრების 40 წლისთავს ერის ლიდერი უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა, ძნელბედობის ჟამს, ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ [...]

germanuli_modeli_

რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. [...]

giorgadze-1

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 21.09.2009

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს [...]

gerbebi_Page_6

გიწვევთ ღია დისკუსიაში 8.06.2010

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. 326 წლიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიაა, ხოლო 465 წლიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ისტორიის თოთხმეტმა საუკუნემ (V-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას უცხო რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს [...]

SONY DSC

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? 21.10.2009

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]

Powered by WordPress