mamuka 333

რა შემთხვევაში ეხმარება დასავლეთი ქვეყნებს ომებში და რას მოითხოვს საქართველოსგან

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.02

ამერიკული დიპლომატია ყოველთვის გამოირჩეოდა ფორმის დაცვით, რაც მას იმთავითვე გამოარჩევდა ხისტი საბჭოური და რუსული დამოკიდებულების ფონზე, თუმცა ამ ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩიც დიპლომატისთვის ერთობ შეუფერებელ განცხადებებს აკეთებს და მას არც აშშ-ში მყოფი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან. მეტიც, რეკომენდაცია-მითითებებს მუქარაც გაერევა ხოლმე (რაც ნაცნობი და მეტად უსიამოვნო ძველი „კინოა“). ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქცევა და პოლიტიკა მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ პასუხისმგებლობა ურთიერთობისას მასზეა, ვინც მეტად გამოცდილი და გონიერია. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად. ვრცლად »

mamuka4441

ახალი თაობა 6.02.2023 „ნაცმოძრაობაში მიდის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი პარტნიორი“

მამუკა გიორგაძე: რეფორმების გაუტარებლობა, ნამდვილი პოლიტიკის ჩაკვლა, პოლიტიკური ბრძოლის იმიტაცია-ეს ყველაფერი რუსული ინტერესია.
30 წელიწადია რეფორმებს ვერ მოვაბით თავი და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
„სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ხელისუფლებასაც და ნაცმოსაც აწყობს“
მარიამ მჭედლიშვილი
რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში? როგორ შეიძლება შეფასდეს ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
kremli

“კიდევ 30 წელი დავკარგეთ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა” – რუსული კვალი ქართულ პოლიტიკაში

რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს, თუმცა აქვე დასძენს – ტანგოს ცეკვას მეწყვილე ჭირდება. არადა, რუსეთმა ფრენები საკუთარი ნებით შეწყვიტა ე.წ. გავრილოვის ღამის შემდგომ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა გიორგაძეს, არ უკვირს რუსეთის მსგავსი ინიციატივა, ისევე როგორც, ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების შესაბამისად ვითარდება. რამდენად რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ და რატომ იქნება გადანაწილების დროს გადაწყვეტილება კვლავ საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიღებული? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო „24“-ს “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. ვრცლად »

mamuka patriarqi

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, „სახალხო პარტიის“ სახელით გილოცავთ დაბადების 90 წლისთავს და აღსაყდრების 45 წლისთავს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,
„სახალხო პარტიის“ სახელით გილოცავთ დაბადების 90 წლისთავს და აღსაყდრების 45 წლისთავს. ჯანმრთლელობას,
გამძლეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ, რათა
კვლავ წაუძღვეთ ერს ღვთის სადიდებლად, სამშობლოს გასაძლიერებლად და
ადამიანთა საკეთილდღეოდ! ვრცლად »
mamuka 333

მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ კავკასიის ერთადერთი ბუნებრივი გამაერთიანებელი არის ქართული სახელმწიფო

უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის იდეები ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევნილობაში მყოფი ახმედ ზაკაევი მიიჩნევს, რომ თავის დროზე მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისთვის რომ მოესმინა, დღეს არ დადგებოდნენ იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც უკრაინაშია.

ჩეჩნეთიდან დევნილი დიასპორის წარმომადგენლები ევროპაში კონფერენციებს მართავენ და ჩეჩნეთის დეოკუპაციისთვის ბრძოლას აანონსებენ. ამ საქმეში თავიანთი წვლილის შეტანას აპირებენ უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონები, რომლებიც მზად არიან, იატაკქვეშა მოძრაობა გაშალონ ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩეჩნურ ბატალიონებზე როცა ვლაპარაკობთ, აქ იგულისხმება უკრაინაში მოქმედი ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის რაზმები, სადაც ქართველებიც იმყოფებიან და საერთო ძალით ებრძვიან რუს ოკუპანტებს.

პარალელურად, უკრაინის ვერხოვნა რადამ დადგენილება მიიღო ჩეჩნეთის, როგორც რუსეთისგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნობის შესახებ.

რა პერსპექტივა აქვს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაძლიერებას და ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებას?

„სახალხო პარტიის“ ლიდერ მამუკა გიორგაძის შეფასებით, ზოგადად, ერთიანი კავკასიის იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ამ იდეას სჭირდება პირობები რეალიზებისათვის. ვრცლად »

mamuka4441

„ახალი თაობა“ 16.12.2022 „სააკაშვილს ლიმონივით ბოლომდე რომ გამოწურავენ, მერე შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც“

მამუკა გიორგაძე: „ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა შეთანხმებულად აკეთებენანტიქართულ საქმეს“
„სააკაშვილი ავადა თუა, ახლა ნაცმოძრაობაში ერთმანეთს არ უნდა დაერიონ“
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს,
ყოფილ დისიდენტსა დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ თქვენი აზრით, რის მომასწავებელია გავრცელებული ვიდეოები მიხეილ სააკაშვილის
მდგომარეობაზე, ასევე ხელისუფლების განცხადებები სააკაშვილის თემაზე? რა აქვს
გადაწყვეტილი ხელისუფლებას? ვრცლად »
123

“16 წლის ვიყავი, მერაბი რომ დაიჭირეს” – როგორ იკვრებოდა ეროვნული მოძრაობის ბირთვი ახალგაზრდებში

რთული და ტკივილიანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სავალი გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი მხრებით მოუტანეს სამშობლოს 90-იან წლებში თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოთა გულაგებში, სუკის იზოლატორებსა და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში თავის გადარჩენა და ღირსებით ატანა ყველა იმ ტკივილისა თუ პროვოკაციის, რასაც საბჭოთა რეჟიმი დისიდენტებს უწყობდა. ამ პროცესში კი საქართველოს ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა მართლაც რომ გამორჩეული იყო. მის სიძლიერეს არა მხოლოდ ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეები, არამედ “კანონიერი ქურდებიც” აღიარებდნენ, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ საბოთა ციხეებში კოსტავას ღირსეული, კაცური საქციელით.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე მედია სააგენტო “24”-თან ინტერვიუში საინტერესოდ ვრცლად »

mamuka-mamuka-300x157

როგორ ამზადებდა მოსკოვი სომხეთს 30 წლის განმავლობაში გასაყიდად და რა მიანიშნებს, რომ სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა

სულ ახლახან ერევანში „ოდეკაბეს“ სამიტი ჩატარდა, რომელსაც თვით ვლ. პუტინი დაესწრო, თუმცა სომხეთის პრემიერმა არათუ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი, არამედ არც დასკვნითს. მისი განმარტებით, სომხეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიკავა საკუთრივ სომხური ტერიტორიებიო. მეორე მხრივ, არცთუ დიდი ხნის წინათ სომხეთს დაკავებული ჰქონდა საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები – 7 რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის გარშემო (ისტორია პირიქით მეორდება). თუმცა ისიც ფაქტია, რომ სომხეთს აქვს მიზეზი, გაუნაწყენდეს „ოდეკაბეს“, ვინაიდან ამ ორგანიზაციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ორი ომის მიმდინარეობისას სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ გამოუხატავს ერევნისადმი, ისევე, როგორც რუსეთს. ამის მიუხედავადაც, საინტერესოა, ვისი იმედით თავნებობს ფაშინიანი (მხოლოდ სომხური ლობის?!), ოღონდ მომხდარი იმასაც ნიშნავს, რომ ორ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს შორის ომი ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად. ვრცლად »

mamuka 333

გაიყოფა თუ არა უკრაინა?!

რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ვარაუდს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასასურველი სცენარი, ხომ არ მოხდება უკრაინის გაყოფა ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში?! მეუფე იაკობი სწორედ ამ საშიშროებას ხედავს და ინტერესდება, „იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და, თუ ჩახვალთ ბერლინში, დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ აღმოსავლეთ ბერლინს, ერთი დაბალ ამერიკას ჰგავდა და მეორე ან პეკინის გამზირი გეგონებოდა, ან კიევში გეგონებოდა თავი“. ვრცლად »

mamuka- ალია

„მერაბ კოსტავა 6-თვიანი შიმშილობის შემდეგ 48 კილო იყო, სააკაშვილთან მიმართებით კი ჩვენ ვხედავთ არა იმდენად საგანგაშო ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენადაც სპეკულაციას“

„ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ ეს კაცი. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

Powered by WordPress