გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას, სადაც მასპინძელი ცდილობდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. მიწვეულები კი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით აკეთებდნენ მოვლენის ინტერპრეტირებას.
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას
December 21st, 2021
shalva chkhaidze
სახალხო პარტიის შეთავაზება – ერთად დავამკვიდროთ თვითმმართველობა.
August 23rd, 2021
shalva chkhaidze აიღე პასუხისმგებლობა და მიიღე მონაწილეობა თვითმმართველობის გაძლიერებაში. როგორც წესი ქართული პოლიტიკა „კეთდება“ მხოლოდ დედაქალაქში და რეგიონები ამოვარდნილია მიმდინარე პროცესებიდან, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სუსტი პოლიტიკური ინფრასტრუქტურით, არასრულყოფილი კანონმდებლობითა და მონოპოლიზებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცით.
სახალხო პარტია – დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება
March 25th, 2021
shalva chkhaidze თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი [...]
ეკლესიის ღიად გამოცხადებული ნგრევის მორიგი მცდელობა!
February 9th, 2021
shalva chkhaidze მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ
January 21st, 2021
shalva chkhaidze სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია. ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის: – მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და [...]
სახალხო პარტია, პროგრამული თეზისები – იგივე რომ არ გაგრძელდეს
October 23rd, 2020
shalva chkhaidze საარჩევნო სუბიექტი „სახალხო პარტია“ წარმოადგენს ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – სახალხო პარტიის და საქართველოს სახალხო ფრონტის საარჩევნო გაერთიანებას პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ერთიანი სიით. „სახალხო პარტია“ პარლამენტში ნიშნავს პარლამენტში ეროვნული ანუ ეროვნული სამართლიანი თავდამკვიდრების ამოცანით მოტივირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაბრუნებას!
“სახალხო პარტია” – რეალური არჩევნებისთვის
March 2nd, 2020
shalva chkhaidze საქართველოში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო გარემოს „გაუმჯობესების“ მოტივით, იწყება „მწვავე“ დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, აყალიბებს ხელისუფლებისთვის მისაღებ ხელოვნურ ორპოლუსიან და პოლარიზებულ სამოქალაქო სივრცეს. როგორც წესი, ამ დისკუსიების დროს აქცენტი კეთდება ერთ ან ორ საკითხზე (შეიძლება აუცილებელზეც) და ყურადღების მიღმა შეგნებულად რჩება საარჩევნო კანომდებლობის საკვანძო [...]
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.
December 13th, 2019
shalva chkhaidze საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია - მომდევნო ინციდენტამდე ვიძირებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!
December 9th, 2019
shalva chkhaidze ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი „წარმოადგინა“. იგი მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად. წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი, სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, [...]
სახალხო პარტიის განცხადება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით
November 16th, 2019
shalva chkhaidze ბოლო დღეებს მოვლენებმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია რეალური პოლიტიკური სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება, ეს კი დროდადრო საჭიროებს ხელოვნურად კრიზის შექმნას, მონოპოლისტი მმართველის კარიზისების დამძლევად წარმოსაჩენად. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფაქტი და, განსაკუთრებით, მისი განხორციელების ფორმა ამ მახინჯი სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ქვეყნის [...]



Posted in