თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. დასახული მიზნის პირველი ეტაპი განხორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი გაეროს წევრი ქვეყანა. ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური [...]
Archive for the ‘ანალიზი’ Category
სახელმწიფო, ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება – პრობლემები და პერსპექტივები
კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა. საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) [...]
მოსაზრებები არჩევნების მეორე ტურის წინ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი
საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის) სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები “დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე” “გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ [...]
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
გიორგი ჟურული – ქართველი ერი, როგორც მშენებელი. პარიზი 1933
(ეკონომიური ეტიუდი). ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ [...]
მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ მესხიშვილი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ [...]
პლასტელინი ივანიშვილისკენ თითის გაშვერას ვერ გაბედავს!
10-11-2014, 13:04 iverioni.com.ge რატომ არის მარგველაშვილი პლასტელინი, გარდაუვალია თუ არა ალასანიას უნიათო და კორუმპირებულ მმართველად წარმოჩენა და სად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი – „ივერიონს“ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა -ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო? [...]
პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია
თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 11.07.2014 ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ დაანონსებული იყო დებატები მერობის კანდიდატებს შორის. ეს დებატები ბოლოს და ბოლოს შედგა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? _ რა პოლიტიკური ვითარებაც არის ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დებატების დროს, ნაცმოძრაობას აქვს ინტერესი რომ გავიდეს მეორე ადგილზე, ქართულ ოცნებას აქვს არგუმენტად მხოლოდ ის, რომ ნაციონალბზე უკეთესია. არანაირი [...]
სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს
ინტერვიუ “სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძესთან 20.07.2009 “ახალი თაობა”– შორენა კოწოწაშვილი _ ბატონო მამუკა, ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის პარალელურად სულ უფრო აქტიურად ისმის რუსეთის მხრიდან არაერთ ქართულ [...]