გრძელდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაცია, სამღვდელოებასა და მრევლს შორის ბზარის გაჩენა, საზოგადოებისა და ეკლესიის დაპირისპირება. რაც დრო გადის კიდევ უფრო ხშირდება ტყუილი, ლანძღვა, ბეზღობა, შანტაჟის მცდელობები. სიტუაცია გამოდის რეალისტური ჩარჩოებიდან და სულ უფრო ემსგავსება ერთიანი ანტისახელმწიფოებრივი სპეც- ოპერაციის მრავალმოქმედებიან აბსურდის თეატრს, სადაც, ბოლო პერიოდში, [...]
Archive for February, 2019
გათითოკაცებული ინდივიდების სიმრავლიდან ერთიანი კრებულისკენ
დამოუკიდებელი, თავისუფალი, თვითკმარი და თვითმართვადი სამოქალაქო სივრცე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადი განვითარებისა და კონკრეტული პიროვნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი და საფუძველია. სწორედ ამ სივრცის სულისკვეთება განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას. ერისა და სახელმწიფოს აწმყო და მომავალი, საგარეო ფაქტორებთან ერთად, მის შინაგან სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ეს გარემოება კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიისთვის, ვინაიდან იგი მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ–აღმსარებლობითი [...]
XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები
XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით.