მიხეილ ჯიბუტი ნინო ხაჩიძე “თბილისელები” 2013-11-11 საქართველოს მთავრობამ დაპირებული ადმინისტრაციული რეფორმის ფარგლებში ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, თუმცა ოპონენტები უკვე საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ისეთ ნაღმებს შეიცავს, რაც საქართველოს მყიფე ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო მეტ ბზარს გაუჩენს და სამომავლო გაკუთხურობისა დაშლისთვის შეამზადებს. ოპონენტთა [...]
Archive for November, 2013
რა შედეგს მოიტანს გარდა, მინიმუმ, ნახევარმილიარდიანი ხარჯისა ადმინისტრაციული რეფორმა და რატომ შეუწყობს ხელს სეპარატიზმის გაღვივებას ეთნიკურ ქართველებს შორის
ივანიშვილმა „გადაგვარჩინა“ ! მადლობა – ივანიშვილი „გვღუპავს“ ? SOS – ივანიშვილი „გვიშველის“ ?! – უნდა ვთხოვოთ
ავტორი: მიხეილ ჯიბუტი “რეპორტიორი” 26 ნოემბერი, 2013. 17:29 სათაურის ნაცვლად ეს SMS იმიტომ დავწერე, რომ შევძლო მასში გამოტანილი განგაშის მიზეზის შესახებ ბევრმა გაიგოს. მინდა, რომ ყოველდღიური პრობლემებით ქანცგაცლილი ქართველი კვლავ არ დარჩეს მისი და მისი მშობელი ქვეყნის მომავლის გამსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მიღმა. კვლავ არ დაწყვიტოს გული მომავალში დასმულმა შეკითხვამ – შენ სად [...]
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს
მიმართვა მოგახსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში განსახილველად შემოტანილია საქართველოს ორგანული კანონის –“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ აყალიბებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისადმი სახელმწიფოებრივ მიდგომას, არამედ, პრაქტიკულად, თავისი დიფუზიური და არაკვალიფიციური ხასიათის [...]
სახალხო პარტიის განცხადება ევროპის კავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტის გამო
სახალხო პარტია სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს თავისუფლების, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის მებრძოლ, მოძმე უკრაინელ ხალხს. ეს ბრძოლა და მისი შედეგები ასახვას ჰპოვებს, არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, მიმართ უახლოეს მომავალში განსავითარებელ მოვლენებზეც. ჩვენს შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს იმპერიულ-რევანშისტული ტენდენციების ზრდა რუსეთში.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში განვითარებული პროცესებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს
NEWS.GE 27 ნოემბერი 2013 “სახალხო პარტია” უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ დღეს გამართულპრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა. “ამ ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსია ევროპული ოჯახის წევრად იწოდებოდეს “,-აღნიშნა გიორგაძემ. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და ეს გარდამტეხი მომენტია.
მამუკა გიორგაძე: თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარი ქვეყნის დაშლის მცდელობაა
NEWS.GE 20.11.2013 „სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია.
ყველას! ყველას! ყველას!
ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე… მურმან ლებანიძე საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი” _ პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა [...]
დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!! 22 ნოემბერი
დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!! შევიკრიბოთ 22 ნოემბერს 16.00 საათზე პარლამენტის შენობასთან და უარი ვუთხრათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების იდეა წარმოადგენს, საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.
მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
1988 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობასთან ეროვნული მოძრაობის ინიციატივით დაიწყო უპრეცედენტო მოვლენა – შიმშილობის აქცია, პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია მთელ საბჭოთა სივრცეში. მაშინდელი საბჭოთა კავშირის კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო შესატანი [...]