Archive for March, 2015

giorgadze-1

” საქართველომ 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი”

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე  მამუკა გიორგაძე  ქართველებისგან სახელდაკარგული  თუ  რუსეთისგან უსახელოდ ანექსირებული  ძველქართული ტერიტორიიისა და  21 მარტის ე.წ. ნაციონალური აქციის  საშიშ პერსპექტივაზე საუბრობს. -ბატონო მამუკა, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს,  დაისაკუთრა თუ არა სამაჩაბლო? -არც უნდა გავიფიქროთ, რომ ეს კუთხე საბოლოოდ დაკარგულია, თუმცა მისი დაბრუნება ჩვენი სახელმწიფოს შრომაზე, ბრძოლაზე, სწორი პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებაზე, კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და [...]

gerbebi_Page_6

საყდრისზედ “მგლოვიარე” პოლიტიკურ ძალებს

რამოდენიმე თვეა (საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს აფეთქების მომენტიდან), საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება “ნაციონალური მოძრაობის, მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა,” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი თავისუფალ დემოკრატების”, რესპუბლიკელების”, “ფორუმის”, მათგან კონტროლირებადი “სამოქალაქო სექტორის” წარმომადგენლების გააქტიურების, შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური აქტის შეფასებაა. პრეზიდენტმა [...]

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდსა და ნიკორწმინდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს. ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ ელისეს უკვდავი სული.

gerbebi_Page_6

აჭიმებით ,,რედისონში” 12.03.2015

„სახლხო პარტია“ პრემიერსა და გუბერნატორებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „ივერიონი“ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ, სასტუმრო “რედისონში”, გაიმართა პრემიერ  ი. ღარიბაშვილის შეხვედრა გუბერნატორებსა და გამგებლებთან. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გამოცხადება. შეხვდრაზე  მნიშვნელოვანი  განცხადებები გაკეთდა,  პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინოვნიკებს მოუწოდა: “არ გაფლანგონ ის ნდობა, რომელიც “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის [...]

SONY DSC

ნაცმოძრაობის ერთადერთი შანსი არის ეს ქმედუუნარო ხელისუფლება

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11.03.2015 შეიცავს თუ არა საფრთხეს საქართველოსთვის ცხილვალში მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნები, აწყობს თუ არა `ოცნებას~ ვადამდელი არჩევნები, რამდენად გამოკვეთილია დღეს ქვეყნის საგარეო კურსი და ვინ არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რომელიც კოალიციური მმართველობის პირობებში ხორციელდება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, რა ეტაპზეა ქვეყნის [...]

liziko kavTaraZe

როგორ აწამეს ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე და რას შეახვედრა ის ბედისწერამ მეტეხის ციხეში

2015-02-09     “თბილისელები” თამუნა ნიჟარაძე ლიზიკო ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი  იყო, რომელმაც დახურულ გულაგებში უმძიმესი 28 წელი გაატარა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა, სამშობლოს თავისუფლებისათვვის  ბრძოლა „მემკვიდრეობით” ერგო მამისგან, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე გახლდათ. ბედისწერამ კი მას შვილი მეტეხის ციხის საკანში „შეახვედრა”. როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის მოწამეობრივი გზა, ამის შესახებ  ცნობილ კინოდოკუმენტალისტს, პროფესორ [...]

gerbebi_Page_6

ხელი უშვით ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

05.03.2015  მოსაზრება “რეზონანსი” 05.03.2015 ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს: |. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის სამეზობლოში კი – საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ [...]

gerbebi_Page_6

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ მესხიშვილი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ [...]

gerbebi_Page_6

ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა მიწასთან დაკავშირებით

საცნობარო ავსტრია. ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეუ¬ლი მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ–ერთი მიწის (ბურგერლანდის) `კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ~, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას (§13). ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიღებული იქნეს თუ „სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: – არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი; – უცხოელი [...]

Powered by WordPress