25 დეკემბერს შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელი სიხარულით ეგებება ამ თარიღს, ფიქრობს როგორ აღნიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შესაბამისი პატივითა და ღირსებით. ქართული ტელევიზიებში კი შეჯიბრია გამოცხადებული რომელი უფრო მეტად ატკენს გულს ამ ღვაწლმოსილ ადამიანს და რომელი უფრო მეტად შეურაცხყოფს ეკლესიას, სასულიერო პირებსა თუ მრევლს. [...]
Archive for December, 2016
ქართველი ისრაელების უფლება – ვასილ წერეთელი, გაზ. “საქართველო” # 82 1918 წ
ქართველი ისრაელები მხოლოდ სარწმუნოებით განსხვავდებიან დანარჩენ ქართველებისაგან, როგორც მაგალითად, ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკენი, ქართველი გრიგორიანები და სხვ. ჩამომავლობით, ენით, ისტორიით, ზნით და ჩვეულებით ისინი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ღვიძლი ძმები და შვილები. ქართველობა [...]
მზადდება სახელმწიფო დანაშაული – საქართველოს მიწა განსაცდელშია
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. Aამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, [...]
მიწის კოდექსის მიღების აუცილებლობის შესახებ
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შექმნის უპირველესი პირობაა ტერიტორიული იდენტობა, ხოლო სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს, თუ ეს ტერიტორია როგორ იმართება და რამდენად დაცულია კანონის მიერ. ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს დაარსოს ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების (რეგულირება) მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად: სახელმწიფოს მოვალეობაა – [...]
შრომის კულტურა ალ. ასათიანი 1917წ
ალ. ასათიანი “საქართველო” 1917წ. 1 თებერვალი # 25 ძველთაგანვე შეამჩნევდით, რომ სიზარმაცე ყოველგვარი ბოროტების ბუდეა. ჩვენი დროის სასამართლოთა მატიანე ხომ ამას სავსებით ადასტურებს. სხვადასხვა ბოროტებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეთ უმთავრესად ის წრე იძლევა, რომელშიაც უსაქმურობას მტკიცედ აქვს მოდგმული ფეხი.
ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი. 1933 პარიზი ალ. ასათიანი
სამშობლო# 14 1933 პარიზი ამ ოციოდე წლის მანძილზე რომ მძლავრი გარდატეხები განიცადა კაცობრიობამ, ამის მსგავსი მას არასოდეს უხილავს თავის ისტორიის გრძელ მანძილზე. ხალხთა საშინაო ეკონომიური ვითარება, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობა, ფინანსები, კრედიტი, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, პიროვნული და საზოგადოებრივი მორალი გადასცდენ თავის ზღუდეებს, და ახალს ნიადაგს, ახალს კალაპოტს დაეძებენ. მართალია, მსოფლიო ისტორიაში წინეთაც ჰქონია ადგილი ხალხთა [...]