Archive for March, 2018

გვარამია1

ნიკა გვარამიას თავხედური შანტაჟი პირდაპირი ეთერით!

საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე წლის 14 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო: „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“. მეორე დღეს მის უწმინდესობასთან შეხვედრა ითხოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, შეთავსებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლაგამოჩენილმა „მოხალისე ვექილმა“. [...]

მინდია ლაშაური

ქართველი ერის დიდი გამანათლებელი – ივერია #20 11 1978 პარიზი

ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნების” ამა წლის მეექვსე ნომერი თითქმის მთლიანად მიძღვნილია დიდი ქართველი მამულიშვილის საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მამამთავრის ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი. ჟურნალი იხსნება ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას სტატიით ,,ილია ჭავჭავაძე და სალიტერატურო ქართული ენის ერთიანობის საკითხი.” აკადემიკოსი ა. ჩიქობავა მოგვითხრობს თუ როგორ და ვისი მეოხებით მოხდა ქართული ენის რეფორმა მეცხრამეტე საუკუნეში და ამბობს, რომ საკითხი გადაწყდა [...]

ნოე ცინცაძე

ნოე ცინცაძე – ივერია #20 11 1978 პარიზი – მიხეილ ქავთარაძე

ოცდაცხრა სექტემბერს ლევილის სასაფლაოზე სასაფლაოზე დაიკრძალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაცვლილი ნოე ცინცაძე. განსვენებული, განათლებით ფიზიკოს _ მათემატიკოსი იყო. დამოუკიდებლობის ხანაში მას განათლების მინისტრის თანაშემწის თანამდებობა ჰქონდა. ახალგაზრდა სემინარისტობის დროიდან სოციალისტურ მოძრაობაში ჩართულმა, მან თავის თანამოაზრეთა მსგავსი ცხოვრება განვლო.

ელიზბარ ვაჩნაძე

ელიზბარ ვაჩნაძის მოგონებანი

ივერია #20 11 1978 პარიზი ქვემოთ მოყვანილ მოგონებას თავისი პატარა ისტორია აქვს, რომელიც საჭიროა მკითხველმა იცოდეს. აქ მოყვანილი ტექსტი ელიზბარს არ დაუწერია, არამედ ჩემს მიერ არის ჩაწერილი მისი ნაამბობის მიხედვით. 1945 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ვაჩნაძე, მიტო სინჯიკაშვილი, ვინმე ქარდავა და მე, რადგან დაბომბვისა გამო მატარებლები არ მოძრაობდნენ, ზალცბურგიდან ფეხით მოკლე გზით გადავედით იტალიაში. [...]

givi gabliani

წ ა რ ს უ ლ ი ს ს უ რ ა თ ე ბ ი – გივი გაბლიანი

ივერია #20 11 1978 პარიზი ამერიკელმა მოგზაურმა მაინარდ ოუენ ვილიმსმა 1918 წლის ოქტომბრის ამერიკულ გეოგრაფიულ ჟურნალში ვრცელი ნარკვევი მოათავსა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ის დასწრებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და კათალიკოსის კურთხევის ზეიმს მცხეთაში, 1917 წლის 12 ოქტომბერს. იგი ამ ზეიმის მომხიბლავ სურათებს აღწერს: ქალ-ვაჟთა გუნდს და ჩვენი რელიგიის ,,ჩემპიონებს” _ [...]

ოკუპანტი

ოკუპანტის თანამზრახველობა გონივრულ ნაბიჯად ვერ გასაღდება

  სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ დააკავა და შემდეგ ციხეში წამებით მოკლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. დღემდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. მარიონეტულმა რეჟიმმა და მისმა მფარველებმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი ნაცისტური ბუნება. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ნაწამები გვამის გადამალვა არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის [...]

kalandaZe shalva

მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ივერია #22 1979 პარიზი

შალვა კალანდაძე ივერია #22 1979 პარიზი საბჭოთა კავშირში ძალით შეყვანილ ერებსა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას შორის, გარდაუვალი უფსკრული დღითი-დღე იზრდება. ნაციონალური წინააღმდეგობის ზრდის, კომუნისტური ზღუდეები უკვე მოშლილია და ყველა კარგად ხედავს, რომ კომუნიზმისათვის არაა საჭირო რუსიფიკაცია და ასიმილაცია, არამედ, ის საჭიროა ახალი იმპერიის სიდიადისათვის.

Powered by WordPress