რეგიონალიზმსა და ფედერალიზმს შორის: ხელისუფლების ტერიტორიული სტრუქტურა ესპანეთში ხოაკინ გარსია მორილიო მოხსენება ედი-ს კონფერეციაზე რეგიონალიზმისა და თვითმართველობის საკითხებზე (27-28.IV.1996) შესავალი 1.ძირითადი ცნებები ხელისუფლების სტრუქტურა რომ შევისწავლოთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ცნებები, რადგან სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ტერმინების აღრევა ხდება. მაგალითად, ტერმინი “ავტონომია” რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი. ჯერ ერთი, შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციულ ავტონომიას, რომლის პრინციპებში ტერიტორიულ [...]