Archive for February, 2014

მამუკა გიორგაძე – „ხელისუფლება ნაცმოძრაობას აძლევს საბაბს, თავი პოლიტიკურ დევნილად გაასაღოს“

news.ge 27.02.2014 „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ გრძელდება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ირიბი პოლიტიკური რეაბილიტაციისა და პროპაგანდირების ქმედებები, დაპატიმრებების ,,შთამბეჭდავი” სპექტაკლებისა და ბრალეულობების უსუსური არგუმენტაციის წარდგენის მეშვეობით.

„პრეზიდენტმა აბსურდული გამონათქვამების კორიანტელი დააყენა სოფელ ატოცში

news.ge 27.02.2014 „სახალხო პარტიაში“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამ განცხადებებს დანაშაულებრივ „სიბრძნეს“ უწოდებენ. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სურვილი, რაც შეიძლება, მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. თან ისე, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არ დაასწრონ, მით უმეტეს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ [...]

მამუკა გიორგაძე: აშშ-სთან შეთანხმებული საკითხების რევიზიას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება

news.ge 26.02.2014 „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაში, ბარაკ ობამას დაუგეგმავი მონაწილეობა ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ამერიკის დაინტერესებას და კეთილგანწყობას საქართველოსადმი, მეორეს მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ გაიცა ავანსი ჩვენ მიერ, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, [...]

ავღრიცხოთ და ვუპატრონოთ მიწას

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ჯერ კიდევ 2010 წელს გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირება, იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰექტარს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით [...]

ეროვნულ პარტიათა ალიანსი აფრთხილებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას – 2012-03-08

I. რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ და ამ კურსის შემდგომი გაღრმავების ჯიუტმა მცდელობამ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განვითარებული მსოფლიოს პოზიცია ცალსახაა: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ნაწილთა ოკუპაცია და უნდა გააუქმოს მათი ყალბი `დამოუკიდებლობის~ ცნობის აქტები. ამ მძიმე ჩიხიდან გამოსასვლელად რუსულ იმპერიას ორი გზა რჩება: მან ან უნდა ხელი აიღოს თავის თავხედურ დამბყრობლურ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ ან [...]

კვების ტიპები და ნორმები თანამედროვე მსოფლიოში 2012 წ

პაატა კოღუაშვილი საკვები პროდუქტი ადამიანის მატერიალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი შემადგენელი ნაწილია. ივანე ჯავახიშვილი წერს: `კვებას ერის ფიზიკურ-გონებრივი განვითარებისთვის უაღრესი მნიშვნელობა აქვს და ადამიანის მეურნეობითი შემოქმედების ამ დარგშიც კულტურის განვითარების როგორც მიმდინარეობა, ისევე მისი დონეცა ჩანს და ბუნებრივი სიმდიდრის გონივრული გამოყენების ხალხის უნარი კარგად გამოიხატება ხოლმე.~

საქართველოს სახელმწიფოს სოციალური მოვალეობები – 2012 წ

I.         ფაქტია, რომ _ საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი დღეს შინაგანი ლტოლვილის მდგომარეობაშია იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის მიერ. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა ეროვნული ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება. _ საქართველოს მოსახლეობის 60% დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ეკონომიკური და სოციალური ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება;

გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს

თქვენო აღმატებულებავ 2008 წლის აგვისტომდე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე აფხაზეთი იხსენიება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ‘აფხაზეთი, საქართველო~ და ექსპლიციტურად აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამავე დროს, იხმარება გამოთქმა ‘კონფლიქტის მხარეები~ და დაკონკრეტებულია, რომ ეს მხარეები არიან ‘აფხაზური მხარე~ და ‘ქართული მხარე~. ეს გამოთქმა შეიძლება გაგებულ იქნას ორი სრულებით [...]

ეროვნული პარტიები მოვითხოვთ – 17.05.2010

                           განცხადება საქართველოს ეროვნული პოლიტიკის პარტიებად თავს ვრაცხთ, ვინც ვშრომობთ და ვიბრძვით, რათა საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც  _ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ – გაეროს მიერ 1992 წელს აღიარებულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფომ – ქართულმა სახელმწიფომ, ანუ ისეთმა სახელმწიფომ, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება სალიტერატურო ენით – სრულყოფილად [...]

ზნეობრივი ნორმების ცვლილება ქართულ კანონმდებლობაში და… `კავკასიის ინციდენტის მიზეზები

გიორგი ყიფიანი                  გაზეთი  საქართველო   #3 (2039)  22.10.2010  მასმედია და  ტელევიზია თავისი შთამაგონებლობის გამო ზნეობრივი ნორმების ჩამოყალიბების უძლიერეს იარაღს წარმოადგენს. დღის ეთერში დასაშვებად მიჩნეული მასალა საზოგადოებრივი  მორალის ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ დღის სატელევიზიო ეთერი საოჯახო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი და გადაცემები მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც შესაფერისი უნდა [...]

Powered by WordPress