საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ: 1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს [...]
Archive for May, 2017
დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!
საზოგადოება მარგველაშვილის წინააღმდეგაა განწყობილი…
პოლიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა და პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება. გიორგაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოაყალიბა, თუ რატომ არ აქვს მარგველაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა.
ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს
საქართველოს ახსოვს „მთავარსარდლები“: ედუარდ შევარდნაძე, რომლის სახელსაც აფხაზეთის დაკარგვა დაუკავშირდა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც შიდა ქართლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მთავარსარდლები არ ჰგავდნენ ისტორიულ ქართველ მთავარსარდლებს და მათი ფუნქცია მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში გამოიხატებოდა. მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მწვავეა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კერძოდ, ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით [...]
რუსები ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ – ჩვენ რა გვრჩება, მივიდეთ და გავლახოთ „ღამის მგლები“?!
რუს ბაიკერებს საქართველო „უყვართ“, მაგრამ არ აპროტესტებენ, რომ მათი საყვარელი ქვეყანა ოკუპირებულია მათივე ფავორიტი პუტინის მიერ. ამ უცნაური სიყვარულის გამოსახატად ტურისტების ტყავში გადაცმული და საქართველოში ამ გზით შემოპარული „ღამის მგლები“ ვაკის პარკშიც მივიდნენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც ყვავილებით შეამკეს, ატირებულ ვეტერანებსაც უთანაგრძეს და ქართული საზოგადოების აგრესიაც იწვნიეს.
რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. [...]