მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. [...]