Archive for June, 2016

ლოგო

შ. კალანდაძე ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი – ივერია #8 1956 პარიზი

თანამედროვე ფსიქოლოგიურ აღმოჩენებს, ქვე-ცნობიერებასთან დაკავშირებით, აუწონავი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეთიკისათვის, ესთეტიკისათვის, რელიგიის ფილოსოფიისათვის და საზოგადოთ კულტურის ფილოსოფიისათვის. კაცობრიობის სულიერ სალარომ ერთხელ კიდევ შეიძინა ახალი მეთოდოლოგიური ხერხი ვებერთელა მნიშვნელობის. ხერხი მეტად მჭრელი და დიდი ეფექტური ღირებულების. მეტად სამწუხაროა, რომ ის არ იქმნა გამოყენებული იმ ბრძოლისათვის, რომელსაც თავისუფალი მსოფლიო აწარმოებს კომუნისტურ მონობის წინააღმდეგ.

ლოგო

რუსული კომუნიზმისაგან მსოფლიოს დაცვისათვის. “ივერია” #8 02. 1956 პარიზი

წარსული წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მრავალი და მნიშვნელოვანი ფაქტები წამოიჭრა საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე. რუსებმა უჩვეულო ცხოველმყოფელობა და უტაქტო აქტივობა გამოიჩინეს, როგორც ახლად განთავისუფლებულ აზიის ერთა (ინდუსები, ბირმანელები, პაკისტანელები, კაშმირელები, ავღანები) ისე იმ ქვეყანათა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს. ამგვარივე უტაქტობის პერსპექტივების წინაშე დგანან აფრიკისა და აზიის ტერიტორიაზე მობინადრე ქვეყნებიც: ეგვიპტე, ისრაელი, სირია, ლიბანი, [...]

ლოგო

,,სახალხო პარტიის” განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანტისახელმწოფოებრივ ქმედებებზე.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ, დემონსტრაციულად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ. ჩვენი აზრით, ეს თავდაცვის მინისტრის მორიგი დემარშია ,,ვიღაცის” ყურადღების მისაპყრობად, რადგან ნატო არცერთ დოკუმენტში არ ითხოვს სავალდებულო გაწვევის გაუქმებას და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, მაგ. პოლონეთი, უკვე ნანობს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას და სერიოზულად ფიქრობს საკუთარი [...]

gia

რა საიდულოს ახადა ფარდა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა

2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:“2002 წელს საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”.  ეს ინფორმაცია უცნობი იყო გიორგი ჭანტურიას თანამებრძლობისთვის, რადგან მათ საქართველოს პროკურატურას რამოდენჯერმე მიმართეს, სადაც ითხოვდნენ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას. [...]

giorgaze_26_maisii_

ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს

ახალი თაობა 16.06.2016 მარიამ მჭედლიშვილი სახალხო პარტიის ლიერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროცედურები ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს შეგნებულად დაირღვა. მამუკა გიორგაძე: ვანო მერაბიშვილის დაკავებისას პროცედურები სპეციალურად დაირღვა. პროცედურებს ჩვენში არ ექცევა ყურადღება, თორემ ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ [...]

beri

ათონელი ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“

ჩემო საყვარელო მეგობრებო! თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე [...]

ჯემალი

მორალისა და სამართლის ადგილი დღევანდელ საქართველოში

ორიოდ დღის წინ, ლევან მურუსიძემ განაცხადა: გირგვლიანის მკვლელების სასამართლოზე, მე თუ გავიხდიდი მანტიას და უარს ვიტყოდი პროცესში მონაწილეობაზე, ვინმე სხვა მურუსიძე გამოჩნდებოდა ჩემ მაგიერ და ის მოაწერდა ხელსო. ამ არსებამ, რომელსაც დღეს წამყვანი როლი აქვს დაკისრებული მოსამართლეთა შერჩევაში, ამ ფრაზით, უნებლიედ კი არა, სრულიად შეგნებულად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს ძირმომპალი [...]

ლოგო

ხიდაშელის მიხედვით რუსეთის კი არა “ჩუტყვავილასი” უნდა გვეშინოდეს

თავდაცვის მინისტრ თ. ხიდაშელის უპასუხისმგებლო ქმედებების შესახებ       “სახალხო პარტიას” მრავალჯერ აღუნიშნავს  რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა (ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები) მხრიდან  საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რბილად რომ ვთქვათ,  საეჭვო ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ.  ეს დღეებია შემსწრენი ვართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მორიგი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადებების კასკადის. ჯერ ვაშინგტონში კვლევითი ცენტრის – ,,ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ [...]

კვინიტაძე

ს ი ტ ყ ვ ა წარმოთქმული ელ. პატარიძის მიერ მთავარსარდალ ღენ. კვინიტაძის საფლავთან. – ივერია #14 1971 პარიზი

თანამემამულენო! უცხო, მაგრამ ჩვენთვის მეორე სამშობლოდ ქცეულ, კურთხეულ საფრანგეთის მიწას ვაბარებთ ჩვენი ძველი თაობის ფრიად ღირსშესანიშნავსა და უკეთილშობილეს ადამიანს, რომელიც უმწიკვლოდ, უანგაროდ და მამულიშვილურის უღრმესი შეგნებით ემსახურა მის სამშობლოსა და ერს და ჭეშმარიტად დიდი ქართველის სახელი დაიმსახურა. თავისუფალი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, ღენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ, ერის საბედიწერო და უმძიმეს მომენტში [...]

ჯემალი

გაჭიანურებული ვიზალიბერალიზაცია

გერმანული გამოცემა „ველტის’’ ინფორმაციით გერმანიის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დახურულ კარს მიღმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადების მიზეზი საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის მაღალი დონეა. ამ დასკვნის გასაკეთებლად ევროპელ ჩინოსნებს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდებოდათ. ჯერ კიდე ნაციონალთა მმართველობის დროიდან მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, შერბილებული თუ გამკაცრებული პირობებით. მკაცრი პირობები რაც არის მთელმა მოსახლეობამ იწვნია თავის [...]

Powered by WordPress