ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს

giorgaze_26_maisii_

ახალი თაობა 16.06.2016 მარიამ მჭედლიშვილი

სახალხო პარტიის ლიერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროცედურები ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს შეგნებულად დაირღვა.

მამუკა გიორგაძე: ვანო მერაბიშვილის დაკავებისას პროცედურები სპეციალურად დაირღვა. პროცედურებს ჩვენში არ ექცევა ყურადღება, თორემ ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ადამიანთა უფლებათა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტლება, რომელიც უნდა მიეღო.
ამ პარლამენტის პირველივე სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იწყებენ პროცედურული დემოკრატიის დამყარებას. რეალობაში სხვა რამ ხდება. ერთი მხრივ, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც დააკმაყოფილეს საზოგადოების მოთხოვნა და ვანო მერაბიშვილი შედარებით მსუბუქი სასჯელებისთვის ციხეში ჩასვეს, მეორე მხრივ, დააპირისპირეს ქართული საზოგადოება დასავლურ საზოგადოებას.
_ ქართული საზოგადოება ამით დასავლურს დაუპირისპირდა ?
_ რა თქმა უნდა. ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ გაიზარდოს ანტიდასავლური განწყობები.ხალხში უკმაყოფილებაა იმაზეც, რომ შესაბამისად არ დასჯილან ნაცმოძრაობის ხელისუფლების წევრი დამნაშავეები. ვანო მერაბიშვილის 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა არაა ადეკვატური სასჯელი.
_ საუბარია მის გამოშვებაზეც.
_ სტრასბურგის სასამრთლოს არაფერი უთქვამს მის გამოშვებაზე, ბრალეულობაზე. Eეს საჩივარი შევიდა მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი დააკავეს და გამოძიება დასრულებული არ იყო. გამოშვებაზე ლაპარაკობს ნაცმოძრაობა. ეს პარტია ახდენს ინსინუაციებს ამ თემაზე. Aამის შედეგად იურიდიულ ნიუანსებში გაურკვეველი საზოგადოება შეიძლება მოტყუვდეს კიდეც.
ხელისუფლება იძლევა საბაბს, რომ ნაციონალური მოძრაობა დაჩაგრულად წარმოჩინდეს. ტელემედიის მფლობელი ნაციონალური მოძრაობა მსოფლიოს უმტკიცებს, რომ პროდასავლური ძალაა და მას დევნიან.
_ ამის გამო ჩვენი საზოგადოება დასავლურ საზოგადოებასთან კონფლიქტში რატომ უნდა შევიდეს ?
_ ხელისუფლება, საერთოდ, ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს. ეს სხვა მოვლენებშიც ჩანს. მაგალითად, ერთი მხრივ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დასავლეთს საყვედურობს, რუსეთის შიშის გამო ნატოში არ გვიღებთო. მეორე მხრივ, არ აგზავნის სამხედროებს ნატოს ყველაზე დიდ წვრთნებში ვარშავაში. მიზეზი სასაცილოა _ თურმე ორ ჯარისკაცს ჩუტყვავილა აღმოაჩნდა! დალოცვილეობო, სხვა შენაერთი არ გყავთ, წვრთნებზე რომ გაუშვათ? ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება და “ქართული ოცნება” რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.
დასავლეთსაც არ სჯერა ამ ხელისუფლების. გარდა ამისა, დასავლეთში არიან ღრმად ჩახედული ჩვენს შიდა ამბებში და ისინი თავის მოვალეობად თვლიან, დაეხმარნონ პროდასავლურ ძალებს. ასეთებად რატომღაც ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია ითვლებიან. სწორედ მათი მიუღებლობის გამო აუცრუვდა ბევრს გული დასავლეთზე.
-არადა, საქართვეკოში დასავლური ძალები არიან.
- საქმეც ესაა! მაგრამ ამ ძალებს არ გვეძლევა აქტიურობის საშუალება. ჩვენ, სახალხო პარტია, ვერ ვახერხებთ, რომ გადავფაროთ ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ხმაური და დიდი ფულით მიღებული უპირატესობები.
- ვიზალიბერაციის შეფერხება როგორ იმოქმედებს საზოგადოებაზე?
- როგორ უნდა იმოქმედოს? ამისთვის ხელისუფლებამ რა გააკეთა? რა შთაბეჭდილება უნდა ჰქონდეთ დასავლეთში საქართველოზე, როცა აქ არის ბელადების საჭიროება? სააკაშვილი პირდაპირ არწმუნებდა დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ბელადი და მათრახი სჭირდებოდა. ივანიშვილი აღიარებს, რომ ქვეყნის, არაფორმალური მმართველია. Aარადა, დეკოკრატია და არაფორმალური მმართველობა ერთმანეთისგან აბსოლიტურად შეუთანხმებელია. დემოკრატიას ხელს უშლის უსამართლო საარჩევნო გარემო.
- ევროპას მიგრანტთა კრიზისი და ტერორიზმის საფრთხეც ხომ აქვს? ეს არ არის კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან?
- ევროპას რომ პრობლემები აქვს, ეს ცნობილია. მთავარია, საქართველოს ხელისუფლება იყოს სანდო. სამწუხაროდ, მას არ ენდობიან. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება წელს უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ბევრად ადრე გამოფორმდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროპაში ეჭვი ჰქონდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე 2016წელის უარს იტყოდა.
დასავლეთს უნდა, რომ ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო და რეალური თვითმართველობა გვქონდეს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ეს ჩვენი ინტერესიცაა. აშშ-ის დაზვერვის შეფმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მძიმე სოციალური ფონი შეიძლება გამოიყენონ რუსეთის სპეცსამსახურებმა. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მაპსაც გარკვეული მიზეზით არ გვაძლევენ.
-რა მიზეზით?
-დასავლეთს აქვს შიში, რომ მაპის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რაღაცა არაპროგნოზირებადს მოიმოქმედებს. უგუნური და გაუთვლელი ნაბიჯი 2008 წელს სააკაშვილმა გადადგა. დასავლეთს ‘’ქართული ოცმებისაც’’ არ სჯერა.
- თუმცა გვაიმედებს
- ესაა დიპლომატია. აბა, პირდაპირ ხო მარ იტყვიან, თქვენი მოქმედებით რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალსო? დემოკრატიული დაასავლური სახელმწიფოს ტიპის აშენება ჩვენი პირდაპირი ინტერესი უნდა იყოს. ხელისუფლება აქეთ არ მიისწრაფვის. Nნადმვილად დემოკრატიული სახელმწიფოს ტრადიციულ ღIრებულებებსაც დაიცავს.
ევროპის სახალხო პარტია, რომელიც პარტნიორიც ხელისუფლების ხელშეწყობით ნაციონალური მოძრაობაა, კატოგორიულად ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინაბებას. ჩვენ ამ პარტიასთან დიდი ხნის კონტაქტები გვაქვს, მაგრამ ურთიერთობის საშუალება არ გვეძლევა. მისი ახლო მეგობარია ნაცმოძრაობა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებებს მხარს უჭერს. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა დრო, საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს დასავლურ ძალებს, რომლებიც ქართულ ღირებულებებსაც დაიცავენ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress