2017-01-09 ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან ნინო ხაჩიძე თბილისელები #2 საქართველოს ეკლესიის ლანძღვა (კრიტიკაზე ვინ დაიჩივლებდა?!) კვლავ რჩება ერთ-ერთ აქტუალურ თემად (სხვათა შორის, ქართული ეკლესიის მოწყობის საკითხზე მსჯელობენ ათეისტებიც და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც). ამ ბოლო დროს ამ მიმართულებას კიდევ ერთი სეგმენტიც დაემატა: ამჯერად თავად სასულიერო პირების ნაწილი დაუპირისპირდა ერთმანეთს თვით სატელევიზიო ეთერში და ეს ფაქტი ძალაუფლებისთვის ბრძოლადაც შეირაცხა. [...]
Archive for January, 2017
რატომ გამოიწვევს საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება სახელმწიფოს შეუქცევად რღვევას და რა ძალები არიან დაინტერესებული ამით
მამუკა გიორგაძე: ,,გაუგებარია, რატომ არის ხსენებული ნაბიჯი ერთადერთი სწორი, ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ სიმართლეზე და აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოხატვაზე მონოპოლია? ვითარებაში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო სრულად ფლობს ინფორმაციას, ცხადია, რომ საუბარია მის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისაგან გასაიდუმლოებაზე”
საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის დადებულმა ხელშეკრულებამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მრავალი დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი ხარვეზი გამოააშკარავა. ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ ხალხს თუ მსოფლიო საზოგადოებას.
“გაზპრომთან” საზოგადოების ზურგსუკან მოლაპარაკებების პრაქტიკა საშიშია
ქართული ოცნების ხელისუფლებამ მორიგი შემაშფოთებელი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საშიში ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც ცნობილია, აქამდე ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ხელშეკრულებით საქართველო სომხეთში
მარადიულად საახალწლოდ საკითხავი – ილიას მილოცვა საქართველოს!
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) “აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით [...]