Archive for August, 2013

SONY DSC

რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილთა „დამოუკიდებლობის“ ცნობის გამო

“სახალხო პარტიის” განცხადება  27.08.13 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების დამოუკიდებლობის ცნობა არის რუსეთის აგრესიული იმპერიალიზმის მიერ საქართველოსათვის მოყენებული ყველაზე მძიმე დარტყმა 1801 და 1921 წლების ანექსიების “დაკანონების” შემდეგ. ამ თავხედური ნაბიჯით სუვერენული და გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც, მისი წინმსწრები ომით ამავე ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ საუკუნეების განმავლობაში [...]

giorgadze-1

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]

გაერომ სააკაშვილს ყური აუწია 2006

ახალი თაობა 16.10.2006 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით გაეროს მიერ ორი დღის წინ მიღებულ რეზოლუციას და რაზე მიანიშნებს ეს გადაწყვეტილება? _ უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ეჭვის თვალით უყურებს (და ეს ძალიან ლოგიკურიც არის) საქართველოს ხელისუფლების ამ უაზრო სპექტაკლებს, ამ გაუწონასწორებელ, არათანმიმდევრულ ნაბიჯებს. ამ რეზოლუციით, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებას [...]

არჩევნებში მონაწილეობა არანაირ შედეგს არ მოიტანს 2006

ახალი თაობა 20.09.2006 გამორიცხულია ვითანამშრომლოთ არჩევნებში მონაწილესთან შორენა კოკორაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, მართალია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობთ, მაგრამ ალბათ წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ადევნებთ თვალს. როგორ აფასებთ პოლიტიკოსების აღებულ რიტმს და რა შედარებას გააკეთებდით იმ პერიოდის არჩევნებთან, როდესაც არჩევნებში უშუალოდ ღებულობდით მონაწილეობას?

საქართველოს ხელისუფლებას გაზის ტარიფის გაზრდა აწყობდა 2006

ახალი თაობა 7.11.2006 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, რუსეთის მხრიდან გაზის საფასურის გაზრდაზე რას იტყვით, არის თუ არა 230 დოლარი პოლიტიკური ტარიფი? _ ეს არის პოლიტიკური ტარიფი. მაგრამ რას ვდებთ ჩვენ ამ სიტყვაში? ეს ისეთი საკითხია, რომელიც ცოტა სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. არა იმიტომ, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა დაძაბული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ [...]

ილია ჭავჭავაძე: ზოგიერთი რამ

I რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო. მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?.. ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე [...]

უნდა ვაწარმოოთ და ვიკვებოთ “ბუნებური” საკვები პროდუქტებით!

მოსაზრება (23.08.2013) რეზონანსი პაატა კოღუაშვილი პროფესორი დავით კეზელი მედიცინის დოქტორი სხვადასხვა იარაღით, წესებითა და მეთოდებით მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანა, მათი მოშენება და მოვლა-პატრონობა ადამიანთა უძველესი კულტურის ერთი არსებითი ელემენტია. ამასთან, ეს არის არა მხოლოდ ბუნების საგნების მოპოვება და დამუშავება, არამედ ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედებაც საკუთარ სულიერ უნარზე (სულის გამოზრდა). მოძღვრებას სულის მართვისა და [...]

ხელისუფლებამ ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ჩააბარა 2006

ახალი თაობა 20.12.2006. ნათია ხურცილავა ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც ოპოზიციამ ძალიან მკვეთრი შეფასებები გააკეთა. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებას ვგულისხმობ…

საქართველოს თემაზე მედვედევის ორი ინტერვიუს გამო

რეზონანსი 10.08.2013 ღია წერილი |. მედვედევი ამბობს, რომ: ა). 2008 წლის ომი “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ დაიწყო საქართველომ. ბ). რომ ქართველმა მემშვიდობეებმა დაცხრილეს რუსი მემშვიდობეები. გ). რომ ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს რუსეთის მოქალაქე ოსები. ამით იგი ქართულ მხარეს მიაწერს დანაშაულებს (სისხლის სამართლისას და სპეციფიკურად სამხედროს). საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რუსულ მხარეს ამ ცრუ ბრალდებათა იურიდიული უსაფუძვლობის არგუმენტაციით [...]

სააკაშვილი და ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს არ დაუშვებენ

ახალი თაობა#195  19.08.2013 შორენა კოწოწაშვილი რისთვის `ეშპილკავებიან~ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს, მიიღო თუ არა ქართულმა კოაბიტაციამ დამნაშავე ხელისუფლებასთან გარიგების სახე, წავა თუ არა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და არის თუ არა იმედგაცრუება საზოგადოებაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

Powered by WordPress