Archive for October, 2016

gerbi

მოსაზრებები არჩევნების მეორე ტურის წინ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.

germanuli_modeli_

ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილების უნიათობა?

      საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია _ ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური  სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე [...]

23

N 23 სახალხო პარტიის მოწოდება

       2016 წლის   საპარლამენტო  არჩევნებისათვის საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და  თავის მიერ არჩეული პარლამენტითა და მის მიერვე დამტკიცებული მთავრობის ხელით  მართვის უფლება მოპოვებული აქვს. სახელმწიფოსა და ხელისუფლების გონივრული ორგანიზაციის უქონლობის გამო, დასასრული არ აქვს ქვეყნის [...]

gerbi axali 1

„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი

  საამაყო  წარსულიდან – ღირსეული  მომავლისკენ       (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016  წლის  საპარლამენტო   არჩევნებისათვის)   სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ  ბუნების კანონები “დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე” “გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული  ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ [...]

Powered by WordPress