Archive for May, 2018

SONY DSC

„ჟორდანიას მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას ვერც შეძლებდა, რადგან ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის არ უბრძოლიათ“

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგნი დადებითად აფასებენ „სოციალ-დემოკრატების“ ნამოქმედარს, ზოგნი კი უწუნებენ არაეროვნულობას და იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელნი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ემიგრაციაში გაიქცნენ, ხოლო ხალხი ბოლშევიკებს შეატოვეს. როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების პოზიცია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. მამუკა გიორგაძე: არც მე ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებით. მათ [...]

mamuk

„ვარდების მოედანს“ სახელს უცვლიან და ავიწყდებათ, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩას ტირანი ბოლშევიკების სახელი ჰქვია“

„რესპუბლიკის მოედანს“ სახელის ხშირი ცვლილება დაებედა. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული, ამ მოედანს „ვარდების რევოლუციის მოედანი“ ეწოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ მოედნისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი დაებრუნებინათ, როგორც ეს იმთავითვე იყო, ოღონდ მაშინ ცოტა შეკვეცილი ფორმით მოიხსენიებოდა-„რესპუბლიკის მოედანი“. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ სურვილის განხორციელება კარგა [...]

giorgadze-1

„რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულება გააფორმა“

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ხშირად სპეკულაციისთვის იყენებენ და მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანების ალალ გრძნობებზე თამაშობენ. როგორც წესი, სწორედ 9 მაისისთვის იწყება რუსეთიდან გააქტიურება – რუსი ბაიკერების „ღამის მგლების“ მიერ სხვადასხვა ქვეყნის დალაშქვრა და პრორუსულ განწყობებზე ნადირობა, გეორგიევსკის ლენტების ბუმი, რომლის მიბმასაც 9 მაისთან ცდილობენ… როგორც გეორგიევსკის ლენტების გამოყენების მოსურნეები გვარწმუნებენ, „ზა პაბედუ“-სწორედ ასეთი მედალი გამოუშვა სტალინმა [...]

Powered by WordPress