Archive for March, 2020

მარო ბაღდავაძე

მარიკა ბაღდავაძე – მარო მაყაშვილის ღირსეული “მემკვიდრე”

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა  ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე.   80 იანი წლების  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე  დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში  ჩაერთო.  რთულ გზას -  დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს [...]

მამუკა აააა

რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას გადაეცემა მიმდებარე ტყის მასივები, არასამთავრობო სექტორიც ამოძრავდა და საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა კონფესიამაც გამოთქვა პროტესტი – არათანაბარ პირობებში ვართო. უნდა შევნიშნოთ ერთი უცნაური ტენდენცია – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოელთა ნაწილი, რომლებიც კონკორდატს აპროტესტებენ, მიიჩნევენ, რომ

მაყაშვილი

მარო მაყაშვილი – დიდება გმირებს

99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის საპატივსაცემოდ ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო დაარქვა. ასეთ მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა. მარო [...]

მარო ბაღდავაძე

დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ლეგენდა

გარდაიცვალა საბჭოთა სისტემისგან ერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მრავალგზის დევნილი, გამორჩეული ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი ქ-ნი მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე. მარიკა ბაღდავაძემ განვლო ძლიერი, უკომპრომისო და სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება. იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და მის თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის [...]

სახალხო ყრილობა

“სახალხო პარტია” – რეალური არჩევნებისთვის

საქართველოში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო გარემოს „გაუმჯობესების“ მოტივით, იწყება „მწვავე“ დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, აყალიბებს ხელისუფლებისთვის მისაღებ ხელოვნურ ორპოლუსიან და პოლარიზებულ სამოქალაქო სივრცეს. როგორც წესი, ამ დისკუსიების დროს აქცენტი კეთდება ერთ ან ორ საკითხზე (შეიძლება აუცილებელზეც) და ყურადღების მიღმა შეგნებულად რჩება საარჩევნო კანომდებლობის საკვანძო [...]

Powered by WordPress