Archive for May, 2020

gerbi

მაშ, რად გვინდა ასეთი ძვირადღირებული სათამაშო❗

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება❗ ⭕ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კონსტიტუციის შემზღუდავი საგანგებო უფლებამოსილებების განხორციელების უფლებას მაინც იტოვებს. ⭕ არც იწუხებს თავს მათგანვე კონტროლირებული პარლამენტის პირობებშიც კი ფორმალურად მაინც დაიცვას კონსტიტუცია.

gerbi

შეიძლება Covid -19 -თან ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ ომი წავაგოთ ❗

ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად ვხვდებით ჩვენ გვერდით მოღვაწე მრავალ თავის პროფესიაზე შეყვარებულ მცოდნე ადამიანს, რომლებიც თავდადებული შრომით ჩვენს ქვეყანას მრავალი გამოწვევა გადაალახვინეს. Covid -19 -ის პანდემიამ მსოფლიო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა, რომ ქართულ სახელმწიფოს ღირსეული მაღალკავალიფიცირებული კადრები ჰყავს, აშკარად გამოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში როგორ ეფექტურად მოქმედებენ ერთობლივად ძველი და ახალი თაობის მეცნიერები, ექიმები, ძლიერი ეპიდემიური სამსახური თავისი ინფეციური ინსტიტუტით, [...]

gerbi

ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ერთად ებრძვიან საქართველოს მომავალს❗

⭕ „ოცნებამ“ ჯერ გაურკვეველ და ბუნდოვან დოკუმენტზე მოაწერა ხელი, შემდეგ ორი თვე საკუთარ „სიმართლესა“ და „პრინციპულობაში“ არწმუნებდა მოსახლეობას და ბოლოს, დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააწნა სილა❗ ⭕ ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი პროცესი დაიწყო❗ 16 მაისი 2020

mamuka 16

️ხელისუფლება აშანტაჟებს ქართველ ხალხს❗

️საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდება მორიგი ტრაგი-კომიკური ფარსი. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(თავისი განაყოფებით) ბრალს სდებენ ერთმანეთს ხელმოწერილი შეთანხმების ინტერპრეტირებაში. ორივე “მხარე” აპელირებს დოკუმენტზე, რომლის ტექსტი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დღეს იხილა. დიპლომატიური კორპუსი, რომლის ხელშეწყობითაც შედგა და მიმდინარეობდა შეხვედრა, როგორც გამოჩნდა, კარგად ვერ ერკვევა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტში და აღმოჩნდა უხერხულ [...]

ბათუ

,,ოქროს თაობა“ ანუ, ,,ჩარეცხილ“-„გარიყულები“

90-იანი წლებისთვის ჩამოყალიბებული თაობა (ასაკობრივად 30 წ. და მეტი) მოსახლეობის ის ფენა იყო, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, განათლება მიიღო კოსმოსის ათვისების, სამხედრო-სამრეწველო მანქანის განვითარების თუ ამერიკასთან შეჯიბრში მყოფ განათლების სისტემაში. საბჭოთა განათლების სისტემა მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო და უპირისპირდებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუმცა, ამ კონკურენციაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ფუნდამენტალური მეცნიერებების განვითარებას. ამ თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლასა [...]

ზაზა

ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში

⭕ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს მხოლოდ მისი “დამსახურებით” მოხდა, თუ იმ ხალხის “მუხლჩაუხრელი მოღვაწეობით”, ვინც ამ ვირუსით მანიპულირებს. ფაქტი უდავოა – ახალი რეალობაა! ⭕ეს ვითარება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე თითოეული ადამიანისგან, მოითხოვს ყველაფრის ახლებურად გააზრებას, ახალი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. მიუხედავად დიდი ნეგატივისა, პროცესს გააჩნია დადებითი მხარეც – დაგვანახოს სისუსტეები, [...]

germanuli_modeli_

ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“

წინასააღდგომო დღეებში ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?! უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.

Powered by WordPress