Archive for the ‘პარტიის ისტორია’ Category

გვზავა

გიორგი გვაზავას სიტყვა გაზ. `საქართველო~ 1918 წ. თებერვლის 6 #29

(წარმოთქმული მიტინგზე, რომელიც გაიმართა ქართული კლუბის დარბაზში) გაზ. `საქართველო~ სამშაბათი 1918 წ. თებერვლის 6 #29 მოქალაქენო! ძნელია დღეს ლაპარაკი. ირგვლივ ანარქიაა, ძარცვა-გლეჯა, მხეცური მკვლელობა, და სხვა და სხვა არევ-დარევა. მიუხედავად ამისა არის ერთი ძირიათადი იდეა, რომლის ირგვლივ ტრიალებს და უნდა იტრიალოს ყოველ მოძრაობამ. ეს გახლავთ იდეა ერთა განთავისუფლებისა.

giorgi Juruli

გიორგი ჟურული – ქართველი ერი, როგორც მშენებელი. პარიზი 1933

(ეკონომიური ეტიუდი). ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ [...]

kedia

სპირიდონ კედია – სიტყვა დამფუძნებელ კრებაში 1919 21 03

(სახალხო პარტია – გაკვეთილი ასწლიანი ისტორიით, ვიცით შედეგები, შევადაროთ თანამედროვე რეალობას და ახლა მაინც გავაკეთოთ სწორი დასკვნა) `დამფუძნებელი კრების წევრნო! არასოდეს ასეთის სიმკაცრით არ გამოთქმულა წინააღმდეგობა სინამდვილესა და იდეოლოგიას შორის. ის გარემოება, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 127 მეტი სოციალისტი ზის, ხოლო სინამდვილე ძალას გვატანს სახელმწიფოს აღსაგებად საღი ბურჟუაზიული საფუძვლები და მეთოდი ვიხმაროთ, _ ეს გარემოება [...]

ავღანეთი – მითი და რეალობა

ავღანეთი – მითი და რეალობა “ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის დროს ყოველი მეომრის დაღუპვა (სამწუხაროდ, 29 მამაცი მეომარი დავკარგეთ. ღმერთმა აცხონოს მათი სული!) საზოგადოებაში ხელახალ ცხარე დისკუსიას აღძრავს მავანთ ეს თემა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საგნად გაუხდიათ, მავანთათვის კი საქართველოს პოლიტიკური საგარეო ორიენტაციის ჩრდილოეთის მიმართულებით წარმართვის მთავარ “არგუმენტად” იქცა.

Powered by WordPress