„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ [...]
Archive for June, 2017
კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ქართველი მოსახლეობის გარეშე ძირშივე მცდარი პროექტია
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი მეჩაიეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაის მწვანე ფოთლის (ნედლეული) წარმოებასა და ჩაის სამრეწველო გადამუშავებაში დასაქმებული იყო 170-180 ათასი კომლი. ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტის 18%, მიღებული მოგების 40%, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის პროდუქციის წილი [...]
კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა ორმაგი მოქალაქეობის დაშვება
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა მუხლი 32. პუნქტი 2 – ორმაგი მოქალაქეობის დაშვება. ამ მუხლის მიღება გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი მონაწილეობა საქართველოს [...]
კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა. საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) [...]
რატომ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი „სახელმწიფო უზრუნველყოფს,“ ჩანაწერით „სახელმწიფო იზრუნებს“ და რატომ იცილებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფო პასუხისმგებლობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე
საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო).