საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა. საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) [...]