მარიამ მჭედლიშვილი ”ახალი თაობა” 25.04.2016 ამერიკელ კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებამ ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
Archive for April, 2016
კონგრესმენის შეფასება სერიოზული გზავნილია – სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მთავარია პოლიტიკური ნება
ბ-ნო პრემიერო, როდემდე უნდა გვატყუოს ენერგომაფიამ?
ენერგეტიკის სამინისტროს შევახსენებთ: – წინა პერიოდის ლარის გაუფასურების გამო ,,სემეკმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა დენის ტარიფი, თუმცა ამ ტარიფში გაზის მომხმარებელ ერთადერთ მდგენელს, თბოელექტროსადგურს გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასი არ გაუზარდა; ,,სოკართან“ დადებული ახალი ხელშეკრულებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოწოდებული სოციალური გაზის ფასი, თუმცა არ სახელდება რამდენით (ჩვენი იფორმაციით 50 ა.შ.შ. დოლარი).
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის კორექტირება აუცილებელია
პაატა კოღუაშვილი საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დასაქმებული იყო 180 ათასამდე კომლი. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი (68 ათასი ჰა) ინტენსიურად მცირდებოდა და საბოლოოდ დარგი სრული განადგურების საშიშროების წინაშე [...]
ნატოს სამიტზე ელოდებიან საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელს და არა თინა ხიდაშელს.
14 აპრილსს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა „რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძის განმარტება, რომელშიც იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა თინა ხიდაშელის მონაწილეობა ნატოს ვარშავის სამიტზე სახელმწიფო აუცილებლობას, „რათა იქ გატანილი იყოს ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და მონაწილეობით მომზადდა“, თითქოსდა შესაძლებელია გაჩნდეს რაიმე კითხვები თუ მან ეს იქ არ წარადგინა (იგივეს გვიმტკიცებდა “თავისუფალი დემოკრატები ი. ალასანიასთან მიმართებაში).
თუ პარლამენტი ძილს არ მიეცემა
(“სამხრეთ ოსეთის” არსებობის იურიდიული საფუძველი ნულის ტოლია) საქართველოში “ოსეთად” სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტებისა და არეალების მოხსენიება დღემდე მომხდარია მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიერ, დაწყებული 1802 წლიდან (გენერალი კნორინგი). მათი ტენდენცია იყო ზედსართავი სახელის `ოსური~ (Осетинский (ая)) წოდება ადმინისტრაციული ერთეულებისათვის, ხოლო საბოლოო მიზანი _ საქართველოში თავის საყრდენად ოსი მოსახლეობის მასივის შექმნა. 1. პირველმიზეზი ამ პოლიტიკისა ის იყო, რომ [...]
წინასაარჩევნოდ ჩვენ გაგვხადეს ბულვარული სპექტაკლის მონაწილენი
„ტრაგიკულია, როცა წინასაარჩევნოდ ჩვენ არ ვმსჯელობთ სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე“ მარიამ მჭედლიშვილი ’ახალი თაობა’ 9.04.2016 რა ცვლილებებია იმით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიები ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში? ამაზე სხვადასხვა აზრი გამოითქმის. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლება მამუკა გიორგაძე:
ამერიკის სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას
მანანა ნოზაძე For.ge 2016-04-09 09:13:25 ტრაგედიიდან 27 წლის თავზე IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს შეეხება. ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული ეს დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების [...]