Archive for December, 2014

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს.

-”რამოდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა   და,   მეორეს მხრივ, “თავისუფალ დემოკრატების” შეხვედრებისა  და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური ფაქტის შეფასებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების [...]

gerbebi_Page_6

პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ “მიჯირყვნის” შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება

“სახალხო პარტია” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. -”პრეზიდენტადწოდებულმა მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის  განსახილველად პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის,  არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად. ,,სახალხო პარტიამ” წერილობით მიმართა, რომ ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში წარუდგენდა პარტიის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, რომელთა ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებშიც აისახა, მაგრამ მისი რეალიზება არ [...]

gerbebi_Page_6

“შეწყვიტოთ ამაზრზენი სპეკულაციები და იმოქმედეთ კანონით!”

“სახალხო პარტია” სამძიმარს უცხადებს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს და კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის თანადგომას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  მებრძოლ ყველა ერს და ადამიანს. პარტია განცხადებას ავრცელებს: -”ქართველმა ხალხმა იცის ამ ღირებულებების ფასი და მათი დაცვისთვის დაღუპულ ადამიანთა პატივისცემა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახეზე გვაქვს მოცემულობა _ ზავით შენიღბული კაპიტულაცია, [...]

giorgadze-1

ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის

მამუკა გიორგაძე: “ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის” ახალი თაობა #305 25.12.2014 შორენა კოწოწაშვილი რატომ შეიყვანეს საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფში ფე-ეს-ბეს აგენტი და რატომ აიგივებენ ივანიშვილის პირად ინტერესებს საქართველოს ინტერესებთან, ამ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, ფაქტია, საკამოდ უარყოფითად ფასდება ხელისუფლების ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამის მიუხედავად, რატიფიციურებულია [...]

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია:-”ხელისუფლებას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!”

“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს:  22-12-2014 “ივერიონი” -”როგორც ცნობილი გახდა ქარელის რაიონში გზის მშენებლობისას ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი – ძირფესვიანად მოთხარა  6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი ყორღანები და გაანადგურა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები. ხელისუფლებამ, რომელიც საყდრისის შემთხვევაში აპელირებდა იქ დასაქმებულთა  ბედზე, საავტომობილი გზის მშენებლობისთვის   საჭირო  ინერტული მასალების კარიერის  ტერიტორიის   სამშენებლო კომპანიისთვის კანონიერად, [...]

gerbebi_Page_6

ვანდალიზმი დასჯას საჭიროებს

გიორგაძე მამუკა, კოღუაშვილი პაატა, ნათაძე ნოდარ, ჯიბუტი მიხეილ  საყდრისის ოქროს საწარმოს აფეთქება, რომელიც (ფაქტობრივად უალტერნატივო აზრით) თარიღდება მეოთხე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჩვენის ხედვით, მოიცავს რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობას. 1.დანაშაული ცივილიცაზიის წინააღმდეგ. განადგურებულია (ოფიციალური მოტივაციის თანახმად – ეკონომიკური მოგების მიზნით) ერთ-ერთი ყველაზე ადრეული (ან – ყველაზე ადრეული) საწარმო ამ დანიშნულებისა მსოფლიოში. ძეგლის დათარიღებაში და მისი დანიშნულების იდენტიფიკაციაში [...]

gerbebi_Page_6

პროლეტარიატის დიქტატურა – 1917 წ.

დავით კასრაძე “საქართველო”, #60, 16 მარტი,  1917 წ. რუსეთის დღევანდელს რევოლიუციას, ძველი მთავრობის დამხობას, ქართველი ერი აღტაცებით შეეგება. ტანჯვა გულისა შეუმსუბუქა წოდებრიობის გაუქმებამ. ტაში დაუკრა სამართლიანობის აღდგენას. ყველას ერთგვარი ნათელი მოგვფინა მით უფრო, რომ ეს რევოლიუცია არ იყო მხოლოდ პროლეტარული, იგი არ წარმოადგენდა რომელსამე კლასის, წოდებისა, ჯგუფის ანუ კასტის რევოლიუციას. სხვა რევოლიუციებთან შედარებით, დღევანდელი რევოლიუცია [...]

gerbebi_Page_6

პოლემიკა პოლიტიკური ცენზურის შემოღების მცდელობის შესახებ 1917 წლის საქართველოში

შენიშვნა: გაზეთი „საქართველო“ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის,  ხოლო „ერთობა“ - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული  პარტიის  კავკასიის ბიუროს ქართულენოვანი ბეჭდვითი ორგანო იყო.  „საქართველო“, #73, კვირა, 2 აპრილი,  1917 წ. გონიერებასა და სინდისში ჩავარდით ! ჩვენებური სოციალ–დემოკრატია თავის კანში ვერ ეტევა. ამგვარსავე მდგომარეობაში იმყოფებიან მუშათა დეპუტატებიც, რომელნიც ნამდვილ სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ვერ ინელებენ სხვების არსებობას, სხვა პარტიათა მოქმედებას; ყველა საშუალებით იბრძვიან მათ წინააღმდეგ; არ ერიდებიან ძალმომრეობას, არ ერიდებიან ცილის წამებას. ორივე იარაღი ნაცადი აქვსთ ჯერ კიდევ ცხრაას ხუთსა [...]

gerbebi_Page_6

საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა. 1917 წ.

საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა სტატიები სახელმწიფო სათათბიროს და მის აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ვლადიმერის ძეს როძიანკოს კოპიოები: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს გიორგი ევგენის ძე ლვოვს; სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ნიკოლოზ ჩხეიძეს; სახელმწიფო საბჭოს წევრს (არჩევით) თბ. თავ.–აზნ. საგუბერნიო მარშალს კონსტანტინე ნიკოლოზისძე აფხაზს. ამ დიდებულ დღეს, ოდეს რუსეთის სახელმწიფოს თავისუფლების ცაზე განთიადი გამობრწყინდა, ქართველი თავად–აზნაურობა, მთელის ქართველ ერის [...]

gerbebi_Page_6

“სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე”

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიბუტმა საყდრისის თემასთან დაკავშირებით “ივერიონის” პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს. მათ მომხდარი მთავრობის მხრიდან ვანდალურ აქტად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. -”ჩვენ გავერთიანდით საყდრისის დასაცავად. ამ საქმეში ჩართულები ვართ იმ დღიდან, როცა გამოცხადდა საყდრისისათვის სტატუსის უძრავი ძეგლის [...]

Powered by WordPress