,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა დაპირისპირებამდე მიჰყავს. თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ დესტაბილიზაცია და ოპოზიციის განადგურება მმართველი კოალიციის ინტერესებშია. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობისა და ქაოსისკენ ნაბიჯები მიზანმიმართულად იდგმება. მამუკა გიორგაძე: - საქართველოს საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე: ან უნდა აღმოვჩნდეთ ქაოსის მორევში, იმიტომ, რომ ეს [...]
Archive for October, 2015
,,ხელისუფლება თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესებს ატარებს“
ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.
განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, თავის სატელიტ პოლიტიკურ, არასამთვრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ქართველი ხალხი მოწყვიტონ რეალურ პრობლემებს, ქმნიან ხელოვნურ დაძაბულობას და ცდილობენ ამ ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, ანუ განიმტკიცონ ძალაუფლება, გავლენა და უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება.
„ქართული პლატფორმა“: პოლიტიკური პროცესები სამართლებრივი სივრციდან არ უნდა გავიდეს!
„ქართული პლატფორმის“ მიმართვა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეშფოთებულია ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველმა კადრებმა ნეგატიური ემოციური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს ფუნქცია იკისროს და არაცივილიზებული მეთოდებით ეცადოს სამართლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას ქვეყანაში. „ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არათუ ანეიტრალებს [...]
ქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოფიციალურად დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა. განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროშინაცვლად პოზიტიური მოლოდინისა, ადგილი აქვს სრულ რეგრესს და უკანდახევას, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტის უმოქმედობას უკავშირდება. მეტიც, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე მიმოვიხილავთ ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობის მთავარ დარგს - ენერგეტიკას და [...]
„ქართული პლატფორმა“: რატომ თხოვს საქართველოს მთავრობა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას საქართველოს პარლამენტს?!
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარადგინა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში: კანონპროექტი). კანონპროექტით (მუხლი 15) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, 2016 წლისათვის 3,500.0 ათასი ლარის დაფინანსებითა და მომუშავეთა 90 კაციანი შტატით. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს [...]
მიწა უფლის მიერ მობარებული ფასდაუდებელი ღირებულსაგანია
პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქსუ პროფესორი საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცო¬ბრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი არსებობა-განვითარებისათვის, საზოგადოებრივი აღმშენებლო- ბისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
საარჩევნო სისტემა სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს!
„ქართული პალტფორმის“ განცხადება მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, დღემდე გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით აპირებს მის ჩატარებას კოალიცია „ქართული ოცნება“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისევ აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო სიების დაზუსტება-მოწესრიგების პრობლემაც, რაც მმართველ ძალას არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას აძლევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სახელმწიფო სტატისტიკა დღემდე „ამუშავებს“ 2014 წლის ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რაც [...]
აჭარის დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გახსნის გამო
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ [...]
,,სახალხო პარტია” სფფ-ის არჩევნებთან დაკავშირებით — წრეზე ტრიალით განახლება შეუძლებელია!
,,სახალხო პარტია” კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა რა საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მართველობის ძველი საბჭოურ-ბოლშევიკური სისტემა, არ შეცვალა წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შედეგად ვღებულობთ გაუგებარ, ხელოვნურად შექმნილ და წინააღმდეგობით აღსავსე ქვეყანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც არც მთლიანად ქვეყნის და არც სხვადასხვა კონკრეტული სფეროს განვითარების საშუალებას არ იძლევა.