ცვლილებებით რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 16.04 #115 ბრძანებით 1.ზოგადი დებულებანი 1.1 სახალხო პარტია (შემდგომში_პარტია) არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.