პაატა კოღუაშვილი ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია. ფინანსური პრობლემების გამო, ხალხს არ შეუძლია ამ ტექნოლოგიების შეძენა. ქართველი ფერმერებისთვის არ არსებობს, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბუნებრივ კატასტროფებს თუ სხვა არახელსაყრელ გარემო პირობებსაც კი შეუძლია კოოპერატივების დანგრევა.
Archive for the ‘ქართული სოფელი’ Category
კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა გადაუდებელი აუცილებლობაა
გავამარტივოთ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია
კომენტარები კანონპროექტზე „საქართველოს კანონი - მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კარგ ღონისძიებას ეყრება საფუძველი – მიწების რეგისტრაციის გაადვილებას; ანუ,სახელმწიფოს ძალისხმევისა და დახმარებით, შესაძლებელი გახდება რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასარეგისტრირებელი ობიექტების დროულად დარეგისტრირება. მაგრამ, მოგახსენებთ შიშის გრძნობით,რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი პროექტის სახით კიდევ ერთი [...]
ნუ წაართმევთ მიწას გლეხებს!!!
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა 1992 წელს, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის #48, 1992 წლის 6 თებერვლის #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებების საფუძველზე დაიწყო. ყველა სოფელსა და დაბაში იქმნებოდა მიწის რეფორმის კომისიები, რომლებიც ადგენდენ მიწის მიმღებთა სიებს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე. სიები მტკიცდებოდა რაიონულ კომისიაზე, რის შემდეგ [...]
მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ მესხიშვილი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ [...]
მიწის მართვის სისტემა რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში 2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარ¬გებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგე¬ობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.
ვიცავთ კონსტიტუციას გაყალბებისაგან
საქართველოს 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს იუსტიციის მინისტრს საქართველოს საზოგადოებრიობას - კონსტიტუცია არის ყველაზე დიდი კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას – კონსტიტუციის ხარისხი არის ერთერთი ყველაზე დიდი საზომი, რომელიც განსაზღვრავს ერის ხარისხს – კონსტიტუციის კეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია არის ერთერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ერისა და სახელმწიფოს აწმყოსა [...]
საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის
ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო, კონსტიტუციის ასოსა და სულისკვეთების არსის მიზანმიმართულ გაყალბებაზე დაყრდნობით, საქართველოს კანოონმდებლობაში არსებული ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელე¬ბის უფლებაზე, საქართველოში საკუთრებაში ჰქონდეთ მიწა, დამყარებულია სამ ძირითად სიყალბეზე. ამათში ყველაზე ფართოდ გამოყენებული (მრავალ ეპიზოდში განმეორებული) არის ის, რომ _ ა) სასამართლო ან ლიტონი სიტყვით [...]
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც საკუთრების ობიექტის გასხვისება დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით შემოღებულია გარკვეული შეზღუდვები. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ და საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეუზღუდავად, თავისუფლად შეძენის (მიღების) უფლება აქვთ მიწადმოქმედის სტატუსის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. ყველა სხვა შემთხვევაში [...]
სრულვყოთ კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., პროფესორი ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ფართო-მასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება სოფლის მეურნეობის აღორძინე-ბის¬თვის, რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაგრამ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს გარკვეული საშიშროება იმისა, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების გამო, ამ მიზნით გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, [...]
ნუ გადავაქცევთ გლეხკაცს სხვისი ხელის შემყურედ!
მოსაზრება (20.04.2013) პაატა კოღუაშვილი პროფესორი სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს ინდივიდუალურ მეწარმეებზე და შპს-ებზე ე.წ. 60 გადამმუშავებელი საწარმოს გადაცემის საკითხი, კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით. ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ქართულ ეკონომიკურ სივრცეში, ძირითადად, შპს-ების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან წარმოდგენილნი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე დააკისრა “წამყვანის” როლი აგროსასურსათო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების [...]