საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო).