Archive for December, 2019

mamuka mamuka

მამუკა გიორგაძე – „ივანიშვილს პატრიარქის რეიტინგის შურს“

სალომე ზურაბიშვილმა იმ მოღალატე ქართველების ტრადიცია გააგრძელა, რომლებმაც კრწანისის ბრძოლიდან გასაქცევად გამზადებულ აღა მაჰმად-ხანს ამცნეს, _ ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. დაახლოებით ასე მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი და საჯაროდ, დიდი სიამაყით განაცხადა, _ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც არასდროს ექნებაო. ბედის უკუღმართობით ეს ქალი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია.

mamuka 16

„შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია“

19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან, გალის ქუჩაზე დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 19-108 მუხლით მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიციელები, სავარაუდოდ, ეძებენ ყავარჯნიან მამაკაცს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა.

giorgaze_26_maisii_

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია -  მომდევნო ინციდენტამდე  ვიძირებით  ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

SONY DSC

რატომ ასაღებენ ხატმებრძოლეობასა და დეზერტირობას ეროვნულ ღირებულებებად

თითქოს ის არ გვეყოფოდა, პოლიტიკური პროცესი რომ უთავბოლოა და პოლიტიკოსები ხან ვის აწყდებიან და ხან – ვის, ოღონდაც სამომავლოდ სკამები გაინაღდონ და ხელისუფლების ნაგლეჯები (იმის მომსწრენიც კი გავხდით, რომ ჯაშუშობაში ბრალმდებლები და ბრალდებულებიც კი დამეგობრდნენ, ისევე, როგორც პრორუსი და პროდასავლელები), რომ უფრო შორსაც წავიდა პროცესი: „გირჩი“ მაქარაშვილი ლამისაა ეროვნულ გმირად შეირიცხოს (აქვე შეგახსენებთ, ეს ის [...]

mamuk

გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!

ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ  საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი  „წარმოადგინა“.  იგი  მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად. წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი,  სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, [...]

Powered by WordPress