- დღეს არავისთვის სადაო არ არის ის ამბავი, რომ ნაციონალური საკითხების მოუწესრიგებლობა ჩვენი ეპოქის ერთი დიდი სატკივარია. ამ პრობლემამ თანამედროვე ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მით უმეტეს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ქართველებისათვის. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მრავალ საკითხთა შორის ის ყველაზე მეტად გვაინტერესებდეს, როგორც პრაქტიკულად ისე თეორიულად. მაგრამ ნაციონალური პრობლემით არა მარტო დაჩაგრულ ერთა [...]
Archive for February, 2018
ჩრდილოეთის როლი საქართველოს საგარეო მდგომარეობაში უწინ და დღეს
დ. ვაჩნაძე. სამშობლო #17-18 10 1935 პარიზი `უძველესი დროიდგან მოყოლებული საქართველოს იმიერ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა დამოკიდებულება და ხშირად კავშირიც, არა ერთხელ იბერიის მეფეს თავის მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად ისინი გამოუყვანია და მათთვის მიუსევია. ასე მოიქცა, მაგალითად, ფარსმანი (395-404 წ. ქრ. შ. შ.), რომელსაც ე.წ. `თეთრი ჰუნნები~ (ამ სახელით იმ დროს იყვნენ ცნობილნი ჩრდილო კავ-ლნი) გამოუყვანია და [...]
არემჯი გოლდი – საქართველოს მიწის ძარცვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.
გარკვეული პერიოდულობით, ავადსახსენებელი „არემჯი გოლდის“ ირგვლივ, ქართულ ოქროს დახარბებულ ინტერესთა ჯგუფების „ციებ-ცხელების“ კამპანია იფეთქებს ხოლმე და დღესაც ამ პროცესის მოწმე ხდება ქართული საზოგადოება. „ციებ-ცხელების“ პერიოდულობა დროში და სივრცეში ყოველთვის ემთხვევა საქართველოს ხელისუფლებაში გავლენის სხვადასხვა ჯგუფების გაძლიერებას და ახალი სამთავრობო ვერტიკალის შექმნის პროცესებს. მაშინაც, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ჩაანაცვლა ნაციონალურმა მოძრაობამ და მას შემდეგაც, რაც ქართული ოცნება [...]
სამშობლოს სამსხვერპლოზე – ალ. ასათიანი
დაპყრობილ სახელმწიფოს საფუძვლებდანგრეული ერის თავისუფლებისა და აღდგენა_აღორძინების იდეურ მეთაურ ილიას სისხლი, წიწამურის ველზე დაიღვარა, მტრის მიერ მოსყიდული ხელით. ილიას მიერ მოცემულ დედა იდეებსა და აზრების ირგვლივ, მისსივე და მის თანამგრძნობ მესამოციანელთა წლების ეროვნულ მოღვაწეთა მიერ, შექმნილ ნაციონალ-პოლიტიკურ ასპარეზზედ შემოიკრიბა, დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება, რომელიც საბოლოოდ 1917 წლის თიბათვეში, ორგანიზაციულად მოწყობილი პოლიტიკური პარტიის სახით, მოევლინა ქართულ საზოგადოებას. [...]
გრიგოლ რობაქიძე – ქართული – რენესანსი
მეოცე საუკუნე საქართველოს ისტორიაში სამნიშვნელო უღელტეხილით დაიწყო: – ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის ”მტკიცება” ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ეხლახან მისი „შეგრძნობა” თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა, ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება. მისტიური სიმბოლო ქართული რენესანსის ჩასახვის წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, – ხოლო, [...]
გიორგი გვაზავას სიტყვა გაზ. `საქართველო~ 1918 წ. თებერვლის 6 #29
(წარმოთქმული მიტინგზე, რომელიც გაიმართა ქართული კლუბის დარბაზში) გაზ. `საქართველო~ სამშაბათი 1918 წ. თებერვლის 6 #29 მოქალაქენო! ძნელია დღეს ლაპარაკი. ირგვლივ ანარქიაა, ძარცვა-გლეჯა, მხეცური მკვლელობა, და სხვა და სხვა არევ-დარევა. მიუხედავად ამისა არის ერთი ძირიათადი იდეა, რომლის ირგვლივ ტრიალებს და უნდა იტრიალოს ყოველ მოძრაობამ. ეს გახლავთ იდეა ერთა განთავისუფლებისა.