არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თავის მართლება ამომრჩეველთა წინაშე და სხვისკენ თითის გაშვერა ქვეყანაში დაკანონებული უსამართლობის გამო. წინასაარჩევნოდ ხომ თავი უნდა წარუდგინონ ამომრჩევლებს, როგორც „პოზიტიურმა წარმონაქმნებმა“. ორიოდე დღის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, ქართულ საზოგადოებას განუცხადა: რესპუბლიკელები არასოდეს ვყოფილვართ კოჰაბიტაციის მომხრე და „ოცნება“ რატომღაც ჩვენ გვაბრალებსო.