Archive for June 30th, 2016

ლოგო

შ. კალანდაძე ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი – ივერია #8 1956 პარიზი

თანამედროვე ფსიქოლოგიურ აღმოჩენებს, ქვე-ცნობიერებასთან დაკავშირებით, აუწონავი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეთიკისათვის, ესთეტიკისათვის, რელიგიის ფილოსოფიისათვის და საზოგადოთ კულტურის ფილოსოფიისათვის. კაცობრიობის სულიერ სალარომ ერთხელ კიდევ შეიძინა ახალი მეთოდოლოგიური ხერხი ვებერთელა მნიშვნელობის. ხერხი მეტად მჭრელი და დიდი ეფექტური ღირებულების. მეტად სამწუხაროა, რომ ის არ იქმნა გამოყენებული იმ ბრძოლისათვის, რომელსაც თავისუფალი მსოფლიო აწარმოებს კომუნისტურ მონობის წინააღმდეგ.

ლოგო

რუსული კომუნიზმისაგან მსოფლიოს დაცვისათვის. “ივერია” #8 02. 1956 პარიზი

წარსული წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მრავალი და მნიშვნელოვანი ფაქტები წამოიჭრა საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე. რუსებმა უჩვეულო ცხოველმყოფელობა და უტაქტო აქტივობა გამოიჩინეს, როგორც ახლად განთავისუფლებულ აზიის ერთა (ინდუსები, ბირმანელები, პაკისტანელები, კაშმირელები, ავღანები) ისე იმ ქვეყანათა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს. ამგვარივე უტაქტობის პერსპექტივების წინაშე დგანან აფრიკისა და აზიის ტერიტორიაზე მობინადრე ქვეყნებიც: ეგვიპტე, ისრაელი, სირია, ლიბანი, [...]

Powered by WordPress