Archive for the ‘ეროვნული მოძრაობა’ Category

mamuka777

მამუკა გიორგაძე – დამთავრდა სასამართლო სერიალის კიდევ ერთი სეზონი!

შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია. თუმცა, პროცესი უნდა გაგრძელდეს, მონაწილეები არ უნდა გაიშიფრონ, შესაბამისად, ურთიერთბრალდებები არ უნდა შეწყდეს! ხაზარაძე – ჯაფარიძის მხარემ შესანიშნავად იცოდა ფინანსური მაქინაციის შესახებ, თვითონვე ამბობდნენ, ამ საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებისგან საყვედურიც მივიღეთო და ხელისუფლებამ კი ხანდაზმული საქმე ფულის გათეთრების ბრალდების საბაბით ამოწია – პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილიო.

mamuka 16

ახალი თაობა 28.07.2021 „ხელისუფლება ამოეფარა ეკლესიას და დაუშვა, რომ ეკლესიისთვის ტალახი ესროლათ“

მამუკა გიორგაძე: „სხვა სახელმწიფოებში არჩევნები სიტუაციის განმუხვის საშუალებაა, ჩვენთან კი-დაპირისპირების საბაბი“ მარიამ მჭედლიშვილი რას ნიშნავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის არჩევნების შესახებ? როგორ ტარდება არჩევნები საქართველოში? ვინ უწყობს ხელს საზოგადოებაში კონფლიქტს? სად იკვეთება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები? რა არის მოსალოდნელი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, [...]

მამუკა აააა

ახალი თაობა 9.07.2021 „ქვეყანაში ასეთი უთავბოლობა ტრაგედიამდე მიგვიყვანს“

მამუკა გიორგაძე: „დიდი დარტყმა მიადგა ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას და საზოგადოებას“ „თუ პრეტენზია გაქვს, ხელისუფლებას მოსთხოვე!“ მარიამ მჭედლიშვილი 5-6 ივლისის მოვლენებზე საზოგადოება ძირითადად თანხმდება, რომ ამან ზიანი მიაყენა ქვეყანას. ვინ რატომ დარჩა კმაყოფილი მომხდარით? რომელ ისტორიულ გაკვეთილებს ვერ ვითვალისწინებთ? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს

mamuka 123

რატომ უნდათ აცრის მომხრეებს აუცრელების კოცონზე დაწვა, აცრის მოწინააღმდეგეებს კი აცრილების შეჩვენება

თითქოს კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ამირან გამყრელიძე (დანარჩენ ორ „მუშკეტერად“ წოდებულებთან ერთად) ყოველდღიურად ამარაგებს მოსახლეობას ინფორმაციით, რომ სექტემბრამდე ყველა პედაგოგი, ლექტორი და სტუდენტი უნდა აიცრას, ჯარსა და პოლიციას, ხომ, ვგონებ, არც არავინ შეეკითხა, ისე დაცრეს ჯგუფურად.  ცხადია, მე არ შევუდგები აცრილობის ან აუცრელობის ავკარგიანობის გარჩევას, თუმცა

გ0გი

გოგი ლორთქიფანიძე – გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყველას, რომ ძლიერ სახელმწიფოში ეცხოვროთ ჩვენს შვილებს

გახარიას 29 მაისს ექნება პარტიის პრეზენტაციაო. კარგი იქნება ვასაძეც თუ დროულად წარმოგვიდგენს თავის პარტიულ გუნდს. დალაგდება პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველა აქტიორი იქნება წარმოდგენილი. აქ საინტერესო ის არის, რომ ამ პოლიტიკური სიჭრელის მიუხედავად, მაინც ცარიელი რჩება ის ადგილი, რომლის დაკავებასაც ყველა ცდილობს, მაგრამ ვერავინ ვერ იკავებს.

mamuka 123

ახალი თაობა 10.03.2021 „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც რუსულ თამაშში მონაწილეობენ”

მამუკა გიორგაძე: „კინკლაობა მიდის ნიკა მელიაზე. ჯერ იმაზე დაობდნენ, უნდა დაეკავებინათ თუ არა. მისი დაკავება ზოგისთვის კანონის აღსრულებაა, ზოგისთვის-პოლიტიკური დევნა.“ მარიამ მჭედლიშვილი ქვეყნის პოლიტიკაში შექმნილ ქაოსურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს _ ცოტა ხნის წინ  ვსაუბრობდით პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებზე. ამაში მედიატორობა იკისრა ევროკავშირმა. ახლა ევროკავშირის მედიატორობა გრძელდება,  ქვეყანაში [...]

SONY DSC

რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას

mamuk

ხელისუფალთა ერთი და იგივე შეცდომები თუ განზრახ დანაშაული?

ფრაქცია “სახალხო”-ს თავმჯდომარის  მამუკა გიორგაძის  მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ჟვანიას 6 დეკემბერი 1996 საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავალი პერსპექტივების შესახებ შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. შესაძლოა რუსეთის რამოდენიმე სახე ვეძიოთ. შეიძლება ვიკამათოთ სტრატეგიული ინტერესების არსებობა-არარსებობის შესახებ, მაგრამ არსებობს ქმედებები, რომელთა შესახებაც ქვეყნისა და საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელ ადამიანს ერთი შეფასება უნდა [...]

gerbi

სახალხო პარტია – ეს სისტემა ქართულ ოცნებასაც შეჭამს

ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ისე არ დაცემულა, რომ უსამართლოდ დაჩაგრული შვილმკვდარი მამის თანაგრძნობის სურვილი არ შერჩენოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ავტორიტეტი არც ისე მაღალია, რომ მისი შიშით სახელმწიფო ინსტიტუტები თავს ვალდებულად თვლიდნენ უზრუნველყონ სამართლიანობა და არ განახორციელონ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები. ეს ფაქტიური გარემოება კი ნოყიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ა) პროკურატურამ ისე წარმართოს საქვეყნოდ გახმაურებული საქმეების [...]

Powered by WordPress