ახალი თაობა 9.07.2021 „ქვეყანაში ასეთი უთავბოლობა ტრაგედიამდე მიგვიყვანს“

მამუკა აააა
მამუკა გიორგაძე: „დიდი დარტყმა მიადგა ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას და საზოგადოებას“
„თუ პრეტენზია გაქვს, ხელისუფლებას მოსთხოვე!“
მარიამ მჭედლიშვილი
5-6 ივლისის მოვლენებზე საზოგადოება ძირითადად თანხმდება, რომ ამან ზიანი მიაყენა ქვეყანას. ვინ რატომ დარჩა კმაყოფილი მომხდარით? რომელ ისტორიულ გაკვეთილებს ვერ ვითვალისწინებთ? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს
_ კონტრაქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გამარჯვება 5 და 6 ივლისს მოიპოვეს. მათ სჯერათ, რომ საქართველოში დაწყებულია ლიბერალური დიქტატურის დასასრული. თავის მხრივ, „თბილისი პრაიდიც“ მომავალ გეგმებს აწყობს. არადა, მომხდარით დაზიანდა სახელმწიფო. ფიზიკურად დაშავდნენ კონკრეტული მოქალაქეები.
_ რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა მიადგა ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას და მთელ საზოგადოებას. პროცესს კმაყოფილებიც ჰყავს. კონტრაქციის მომწყობებმა შეიძინეს ფუნქცია, გავიდნენ საზოგადოების გარკვეულ წრეზე. „თბილისი პრადიც“ არ არის უკმაყოფილო. ხელისუფლებას თავისი უმოქმედობით თავისი გათვლა ჰქონდა. პოლიტიკაშიც ამავეს აკეთებს. აქაც, ისევე, როგორც პოლიტიკაში, გაიკრიფა შუა, გაიწია საღი აზრი და დარჩნენ კონფლიქტის მხარეები. ვინ და რა დაზარლადა? სამწუხაროდ, პირველ რიგში, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე საქართველოს იმიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ეკლესიას ახალი ცილი დასწამეს. ბუნებრივია, ზიანი მიიღო მთელმა საზოგადოებამ. დაპირისპირებიდან, დაპირისპირტებული მხარეების გარდა, მოგებული დარჩნენ ნაცმოძრაობა და ხელისუფლება.
_ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციის წევრებმა აიღეს ნაცმოძრაობასთან ასოცირებული კარვები?
_ იმ კარვებში თვითონ ნაცმოძრაობა არ მჯდარა. ამ კარვებმა თავი ამოწურა. ნაცმოძრაობას კი მიეცა სალაპარაკო.
_ თავიდანვე ცხადი იყო, რომ 5 ივლისი მშვიდად არ ჩაივლიდა. ხელისუფლებას რამე უნდა ეღონა?
_ რასაკვირველია. ხელისუფლებას ანგარიში უნდა გაეწია საპატრიარქოს პოზიციისათვის. ეს აზრი ეკლესიამ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გამოთქვა. საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის შესრულებაზე. ამ ქარტიის თანახმად, თუ ადამიანთა აზრის გამოხატვა, შეკრება ემუქრება უსაფრთხოებას, სიმშვიდეს და სტაბილურობას, ის შეიძლება აიკრძალოს. ეს არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. მან მოედანი დაუთმო ლგბტ-პირების უფლებათა დამცველებს და მათ მოწინააღმდეგეებს, ანუ რადიკალებს.
_ რატომ?
_ ალბათ, აწყობდა ესკალაცია და პოლარიზაცია. იმ დროს, როცა მსოფლიო ყურადღება მოპყრობილია შავი ზღვისკენ, სადაც მიმდინარეობს ნატოს წვრთნები, ჩვენი დრო და ენერგია ამას ეთმობა. ვიღას ახსოვს წვრთნები, სასამართლო რეფორმა, თვითმმართველობა და სამართლიანი არჩევნები. თუ არ ეთანხმები პრაიდის მარს, თუ ხედავ, რომ ხელისუფლება არ მოგყვება, სხვანაირად იმოქმედე! თუ პრეტენზია გაქვს, ხელისუფლებას მოსთხოვე. რა შუაშია საერთაშორისო ლიბერალური დიქტატურა და მისი დამარცხება?! გაიგე, ვის მხარეზეა ხელისუფლება და ისე იმოქმედე. ეს არის პოლიტიკური ანაბანა. საქმე ისაა, რომ სხვა სცენარში მონაწილეობ. აგერ, იმ ტელევიზიებს, რომლებიც ისედაც ებრძოდნენ ეკლესიას, ეკლესიასთან ბრძოლის ახალი საბაბი გაუჩნდათ. ახალი სალაყბო მიეცა ნაცმოძრაობასაც.
_ ეს სარგებელი ნახეს ამ სუბიექტებმა?
_რასაკვირვლია. კადრები, სადაც მღვდელს დაშავებული ახალგაზრდა გამოჰყავს, ისე შემოატრიალეს, სასულიერო პირი მოძალადედ გამოიყვანეს. სხვა ცილისწამებაც იფრქვევა. გაიძახიან, რომ ეკლესია არის რუსული ბნელი ძალა, რომ ყველაფერი გარედან იმართება.
_ დაპირისპირებები ხშირად გარედან იმართება. თქვენც გისაუბრიათ იმაზე, რომ საქართველოში მართვადი ქაოსის ორგანიზატორია რუსეთი, რომელსაც ქართველ პოლიტიკოსებში შემსრულებლები ჰყავს.
_ რასაკვირველია. ამიტომ ვამბობ, რომ თუ პრეტენზია და მოთხოვნები გაქვს, მიდი ხელისუფლებასთან. შეიკრიბეთ მთავრობის ადმინისტრდაციასთან. გაეროს ოფისთან რატომ მიდიხარ და პარლამენტიდან ევროკავშირის დროშას რატომ ხსნი და წვავ?! გაერო და ევროკავშირი დაბალი ღობეა?! ასეთი უთავბოლობა ტრაგედიამდე მიგვიყვანს. მახსენდება 1989 წელი და ცხინვალის რეგიონში გააქტიურებული „ადამონ ნიხასი“. მისთვის პასუხის გასაცემად ცხინვალისკენ დაიძრა 15 000 კაცი. ეს ხალხი რუსეთის სპეცსამსახურებმა და ადგილობრივმა ოსებმა კუდამოძუებული დააბრუნეს უკან. ეს საკითხი გახდა დაპირისპირების საგანი ეროვნულ მოძრაობაში. სამხუხაროდ, ამან შელახა საქართველოს მსოფლიო იმიჯი, შეამცირა ჩვენ მიმართ საერთაშირისო ყურადღება. არავინ დაიჯერა, რომ 15 000 ადამიანი იქ მშვიდობიანი მიტინგისთვის ჩადიოდა. თანაც, ქურთაში უკვე იმყოფებოდა „მხედრიონი“. პროვოკაციები და პოლარიზაცია საშიშია. ქვეყანა, ეკლესია და საზოგადოება დაზარალდა. თორემ, იმავე „თბილისი პრაიდმაც“ შეასრულა თავისი ამოცანა.
_ ეს ხალხი 6 ივლისს მაინც შეიკრიბა. ამაზე საუბრობთ?
_ დიახ. ლგბტ-დროშებიც ჰქონდათ გამოტანილი. მიტინგზე მისვლამდე რუსთაველზეც გაიარეს. ფაქრობრივად, მარში შედგა. გვერდზე ისეთი ცნობილი სახეები დაიყენეს, რომლებთან ერთად დგომას ვერ დაგეგმავდნენ. ზოგიერთი ცნობილი ადამიანი იმ დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმების გასაპროტესტებლად იყო მისული ქალაქის ცენტრში. ჟურნალისტების ცემა დასაგმობია, მაგრამ აქცენტი მარტო ამაზე არ უნდა კეთდებოდეს. ვიშვიში, რა დღეში აღმოვჩნდითო, არ კმარა. ხომ უნდა გაიაზრო, რა ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში?! საზოგადოებამ უნდა განჭვრიტოს, რასთან გვაქვს საქმე. საზოგადოება უნდა გააქტიურდეს.
_ ფრანგმა ტურისტებმა გადაიფიქრეს საქართველოში ვიზიტი. საფრანგეთში დროებით მცხოვრები და დასაქმებული ქართველებიც კი დაჯავშნილ ბილეთებს უკან აბარებენ და სამშობლოში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ. ეს რას ნიშნავს? გარედან უფრო მძფრად აღიქმება მომხდარი?
_ რასაკვირველია. იმათ დეტალები არ იციან, ვერ ხვდებიან, შიგნით რა ხდება და უფრო მწვავედ აღიქვამენ მოვლენებს. ჩვენ ვიცით, რომ მღვდელი, რომელსაც ძალადიბას აბრალებენ, არ არის მოძალადე.
_ პოლონელი ტურისტის ცემაც მძიმე საყურებელია.
_ ეს სხვა შემთხვევაა. ამ ტურისტის ოჯახი ამბობს, რომ აქ ფსიქოლოგიური ფაქტორებია გასათვალისწინებელი. სექსუალური უმცირესობები და მათი უფლებადამცველები გაავრცელებენ აზრს-გვარბევენ და მეტი ფინანსები გამოგვიყავითო. ნაცმოძრაობას და მის არხებს ახალი საკბილო და ცილისწამების საკვები გაუჩნდათ.
_ არჩევნებზეც აისახება ეს მოვლენები?
_ მმართველი პარტიაც იყენებს ამ სიტუაციას. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შექმნა რევოლუციური მდგომარეობა და პოლარიზაცია.„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მიანიშნა თავის ამომრჩეველს, რომ შესაძლებელია დამნაშავე რეჟიმის, ანუ სააკაშვილის რეაინიმირება. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ სცადა შუას გაკრეფა საარჩევნოდ. ანალოგიური მოხდა სომხეთში. ხალხმა ხმა მისცა ომში დამარცხებულ ფაშინიანს იმის გამო, რომ ვერ იტანს წინა ხელისუფლებებს. სხვა პოლიტიკური ძალები პროცესიდან გამოთიშეს. ჩვენთან ეს დიდი ხანია, ხდება.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობის გარეთ და ხე-(ი)ს გამოსახულება
3989
ადამიანი მოიცვა
466
Engagements

+2,1x Higher

Distribution Score
პოსტის რეკლამირება
28თქვენ და 27 სხვა
5 კომენტარი
41 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress