მეცხრამეტე საუკუნის მეტად შინაარსიანმა ეპოქამ, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად მთელი მისი სიმძიმით, მსოფლიოს წინაშე დასვა ეროვნებათა თავისუფლების საკითხი. -„მრავალ სხვა კეთილშობილ საკაცობრიო იდეათა შორის აცოცხლდა და და ხორცი შეისხა ეროვნულმა იდეამ. რასიულად მონათესავე ტომები ეროვნულ ერთეულებში დალაგდნენ, ეროვნულს შეგნებას მიაღწიეს და მათ მიერ დასახლებულ მიწა-წყალზე ნაციონალურ სახლმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. „ძირიანად და არსებითად ნაციონალურმა ევროპამ [...]