ივერია #14 1971 პარიზი თანამედროვე ეპოქა შეუძლებელია გავიგოთ ისე, თუ მარქსის დოქტრინა სწორად არ იქნება გაგებული, როგორც მისი მიმდევრების, ისე მოწინააღმდეგეების მიერ. „მეცნიერული სოციალიზმი“ დასაბამს მარქსიდან იღებს. უმანდელი სოციალიზმი „უტოპიად“ იქნა გამოცხადებული. ჩვენთვის ორთავე უტოპიაა. ეს სრულებით ხელს არ უშლის, სოციალისტური მოძრაობა ინტერნაციონალური მასშტაბით ძალზე განვითარებულიყო და მთელს ჩვენს პლანეტას ერთბაშად მოდებოდა, განსაკუთრებით, 1917 [...]