საქართველოში კვლავ მუდმივ პრობლემად რჩება ხელისუფლების მიერ ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ პროცესებში გამოყენება. წინა და დღევანდელი ხელისუფლებები თავს იწონებდნენ სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზაციის წარმატებული განხორციელებით, თუმცა, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.
ბოლო დღეების განმავლობაში სხვა და სხვა უმაღლესი თანამდებობის მქონე ფიგურისგან, უკვე მერამდენედ, ხდება ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობის დადანაშაულება პოლიტიკურ ზეწოლაში.
მათი განცხადებები (მოგვწონს ჩვენ თუ არა მათი პოლიტიკური განწყობები) მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს და თავისთავად მიგვანიშნებს პასუხზეც – მოხდა არა ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, არამედ სისტემის გადაბარება „გამოცდილ“ კადრებთან ერთად და ამ კადრების მომსახურებით ახლა უკვე არსებული მმართველი ძალა სარგებლობს.
საინტერესოა მმართველი ძალის რეაქციის ცვალებადობაც ამ საკითხისადმი მიმართებაში, რაც ნათლად ჩანდა მათ ცინიკურ კომენტარების მოზომილ შეფასებაში ტრანსფორმირებაში. აშშ-ს ელჩის განცხადების შემდეგ, მყისიერად შეიცვალა ხელისუფლების ტონალობა და ზუსტად 10 წუთში გააკეთა განცხდება გენპროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ.
უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება და წინასაარჩევნოდ ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავხდებით სამართლიანად თუ უსამართლოდ დაშანტაჟების განცხადების მოწმენი.
ჩვენ დღენიადაგ ვერ ვიქნებით აშშ-ს ელჩის განცხადებების იმედად და საკუთარი, ამ ქვეყნის მოქალაქეების, ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ მმართველი პოლიტიკურ კლანი რეალურად შეცვალოს ეს მანკიერი სისტემა (რაც ნებაყოფლობით ნაკლებად სავარაუდოა, სურვილის შემთხვევაში ამის დროც საკმარისად ჰქონდათ).
და არა მარტო ვაიძულოთ სისტემური ცვლილებები, არამედ მაქსიმალურად მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა კოჰაბიტირებულ ძალები საბოლოოდ ჩამოშორდნენ საქართველოს პოლიტიკური სივრცეს და ამ ბრძოლაში სახალხო პარტია მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს სხვა ეროვნულ და დასავლურ (იგივე ზოგად-ქართულ კულტურულ) ფასეულობებზე ორიენტირებული ძალებთან ერთად, რომლებიც საბედნიეროდ კიდევ მოიძებნება საქართველოში.
”სახალხო პარტია” 26. 07. 2016