`ფერიის მთაზე ტაძარს ანგრევენ და თბილისის ცენტრში მეჩეთის მშენებლობა იგეგმება – 2007

76

შორენა კოწოწაშვილი    19.05.2007   “ახალი თაობა”

_ დამოუკიდებელ საქართველოში `ამაღლების~ დღესასწაულზე ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაჩინა თავისი რეალური სახე, თავისი ბოლშევიკური ბუნება და გასცა განკარგულება ეკლესიის დანგრევის შესახებ. ეს განკარგულება ოპერატიულად იქნა სისრულეში მოყვანილი და საქართველოში ნაკურთხი, მშენებარე ტაძარი დაინგრა, _ აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე და სახლახო მოძრაობა `ქართული გზის~ წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს აჭარაში მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევას.

მამუკა გიორგაძემ და მოძრაობა `ქართული გზის~ წევრებმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და იმ საფრთხეზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც მართლმადიდებელი საქართველო დადგა. ეს საფრთხე კი ქვეყანას არა საბჭოთა რეჟიმის, არამედ დამოუკიდებლობის პირობებში დაუდგა. პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა დაგმეს ეკლესიის დანგრევის ფაქტი და ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. ამავე დროს, მიანიშნეს, ეს ყველაფერი იმის შედეგია, თავის დროზე სათანადო რეაგირება რომ არ მიეცა იმ ფაქტებს, რომელიც ეკლესიის მიმართ დაფიქსირდა.
_ ეს გახლავთ გამოწვევა ქართველი ერის. ეს გახლავთ გამოწვევა მთელი ქართული საზოგადოების, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსი. ამით ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი, ჩვენთვის დაენახვებინა ჩვენი უსუსურობა და ჩვენი უნიათობა, _ აღნიშნა გიორგაძემ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, სახელისუფლო პოლიტიკა ემსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის საქმეს, ანადგურებს ქართველ ხალხს ფიზიკურად, მორალურად და სულიერად; ხელოვნურად ქმნის სოციალურ-ეკენომიკურ პრობლემებს და აბრკოლებს ერის დემოგრაფიულ განვითარებას. გაჩაღებულია ტრადიციული ფასეულობების და ოჯახის იდეის ნგრევის იდეოლოგიური კამპანია.
_ თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ადგილი იყო მათ გონებაში გამიზნული მედეას ძეგლის დასადგმელად, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ალტერნატივასტან გვაქვს საქმე. იქნება საქართველო ტაძრის გზაზე თუ იქნება მედეას გზაზე. იმ საქართველოში, სადაც მოციქული სიმონ კანანელია დაკრძალული, იმ საქართველოში, რომელიც გაანათლა ანდრია პირველწოდებულმა და რომელზეც ანდრია პირველწოდებულმა პირველად დაადგა ფეხი, თუ მედეას ძეგლის დასადგმელად არის განწირული, მაშინ საქართველოს არსებობა აღარ უწერია, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ფარული ბრძოლა უკვე ღია და თავხედურ ფორმებს იღებს. ამიტომ საჭიროა საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს ამ ხელისუფლების დამღუპველ ნაბიჯებს.
_ ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე და თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს იწყებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეკლესიის ნგრევა იმიტომ გაბედა, რომ თავის დროზე საზოგადოებამ ხელისუფლებას ხელი არ შეუშალა, ხაშურის ცენტრში ჯვარი რომ აიღეს. ამავე დროს სათანადო რეაგირება არ მოახდინა იმ ფაქტზე, როცა ვითომ დამნაშავეთა ძებნის მოტივით ერთ-ერთ მონასტერში ძალოვანებმა ჩხრეკა ჩაატარეს. გიორგაძის თქმით, სათანადო ყურადღება არ იქნა გამახვილებული იმ ფაქტზე, როცა ზუგდიდში, დადიანების კარის ეკლესიაში გასართობი ცენტრის მშენებლობა იყო დაგეგმილი. შესაბამისად ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საზოგადოებაში ქართული სული ჩამკვდარია.
_ უფრო მეტიც, არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. კუვეიტის მილიარდიანი კრედიტის ფარგლებში თბილისის ცენტრში საკმაოდ დიდი მეჩეთის მშენებლობა იგეგმება, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ და ყველა ქართველს მოუწოდა, ჩვენს სულში დროებით მიძინებული ემოციები ხელახლა გავაღვიძოთ და მტერს და მოჰყვარეს შევახსენოთ: ქართველ ხალხს ძალუძს დაიცვას თავისი ღირებულებები, მართლმადიდებლური ცნობიერება.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად დღეიდან სახალხო მოძრაობა `ქართული გზის~ წევრები სახალხო პარტიასთან ერთად იწყებენ სერიოზულ ბრძოლას.
პრესკონფერენციას ესწრებოდა მერაბ კოსტავას საზოგადოების წარმომადგენელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მიიღო ხელისუფლების გამოწვევა. მისი თქმით, ამაზე უფრო დიდ დანაშაულს ეს ხელისუფლება ვეღარ ჩაიდენს. საზოგადოება მზად არის ბოლომდე იბრძოლოს იმისათვის, რომ ხელისუფლების უწმინდური ხელი აღარ შეეხოს ჩვენს სიწმინდეებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress