თავხედმა ბურჯანაძემ გაბედა, ისე წარმოეჩინა, თითქოს ხსნა ჩამოიტანა რუსეთიდან
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან “ახალი თაობა” 06.11.2011
- ბატონო მამუკა, რამდენად მძიმე შედეგები დადო გასულ წელს ოპოზიციურ ფლანგზე წარმოებულმა ბრძოლამ და, საერთოდ, რა ვითარება შეიქმნა პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში?
- გასულმა წელმა პირდაპირ აჩვენა არსებული ვითარება ყოველგვარი შელამაზების გარეშე: რომ საქართველოს ხელისუფლება არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ხალხის და, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის აშკარა მტერი, რომლის მთელი შესაძლებლობები მიმართულია იქით, რომ ამ ქვეყანაში არ აშენდეს სახელმწიფო და რომ მისი მოქალაქეები სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს განიცდიდნენ და, საერთოდ, ფიზიკური არსებობის ზღვარზე იდგნენ. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური გენოციდის მომწყობი ქართველი ერისა. დადასტურდა აგრეთვე მეორე: სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე, პრაქტიკულად, იმ ჯგუფებში, რომელიც საზოგადოებაში ჩანან ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ტელევიზიის საშვალებით აპიარებენ მათ ქმედებებს, პრაქტიკულად, არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლებისაგან. ისინიც შორს არიან ქართველი ერის ინტერესების დაცვისგან. დადასტურდა, რომ ჯერჯერობით ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი სერიოზული ორგანიზებული ძალა პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვრცლად »