ლორთქიფანიძე: იქნებ, მომხდარიდან სამი წლის შემდეგ, მოახერხოთ პრობლემის გადაწყვეტა

gogi
  • 02 აპრილი 12:20 NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე თბილისის მერიასა და საკრებულოს, სამი წლის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად, გლდანში, დაზიანებული ხიდის აღდგენის თხოვნით მიმართავს.

„მინდა ვისარგებლო წინა საარჩევნო სიტუაციით და მივმართო თბილისის და თბილისელების სატკივარზე დღენიადაგ მზრუნველ თბილისის მერიას და საკრებულოს. მოგახსენებთ, პატივცემულებო, რომ 2011 წლის 17 ივნისს, ძლიერი წვიმების შემდეგ, ქ.თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ადიდებულმა მდინარე გლდანისხევმა, წაიღო მასზედ გადებული ხიდი (მდ. მტკვრის შესართავთან ახლოს), რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებდა ცენტრალურ ავტო მაგისტრალთან შუშის, ვ.ანდრონიკაშვილის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს და აქ განლაგებულ საწარმოებს.

აღნიშნულის გამო, საკმაოდ გართულებულია დაკავშირება ცენტრალურ გზასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ შემოვლითი გზებით, რაც ართულებს მათ მდგომარეობას. შესაბამისად ძალიან არის გართულებული აქ განლაგებული საწარმოების მუშაობაც.

უმორჩილესი თხოვნა მექნება, იქნებ ამ წინასაარჩევნოდ მაინც შეწუხდეთ (საქმეშიც ჩაგეთვლებათ) და 3 წლის თავზე მომხდარიდან, როგორმე მოახერხოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა“, – აცხადებს ლორთქიფანიძე,

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress