ახალი თაობა #136 10.06.2011
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
“სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ოქრუაშვილი და ბურჯანაძე სააკაშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ აღარ აღმოჩნდა დამაჯერებელი მტრის ხატად ებრალიძე და გიორგაძე. ამიტომ საჭირო იყო უფრო ახალი ფიგურების გამოყვანა, თორემ თამაში იშლებოდა.
-ბატონო მამუკა, დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ იმ საპროტესტო აქციებს რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, რუსული სცენარი იყო? მართლა იყო ეს ყველაფერი რუსული ინტერესების გადათამაშება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში? _ქართულ პოლიტიკურ რეალობაში რაც მიმდინარეობს ამ ბოლო წლების განმავლობაში, თავიდან ბოლომდე რუსული სცენარია. პოლიტიკურ მოედანზე დაშვებული არიან მხოლოდ ის ჯგუფები, რომლებიც რუსულ პოლიტიკურ სივრცეში მოიაზრებიან ან როგორც პირდაპირი აგენტურა, ან როგორც გარკვეულად პრინციპების დეფიციტის მქონე პოლიტიკოსები, რომელთაც გარკვეულ მდგომარეობაში ჩაყენების შემდეგ იმ ნაბიჯს გადაადგმევინებ, რომელიც შენთვის მისაღებია. ბოლი წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე სცენარს ვაწყდებით. თითქოს მიმდინარეობს ორ იდეოლოგიურ მიმართულებას შორის ბრძოლა, როგორიც არის ე.წ. პროდასავლელები და პრორუსები. ერთი და იგივე ადაქმიანები, როდესაც ხელისუფლებაში არიან, პროდასავლური დროშით გამოდიან, აღმოჩნდებიან ოპოზიციაში და პრორუსულ დროშას აიღებენ ხელში. რამდენიმე თვეში ერთხელ, შიგდაშიგ ხდება მოვლენების გარკვეული დრამატიზება, იმიტომ რომ სანახაობა აუცილებელია მასისთვის, ხალხისთვის, რათა მათ გონებაში ჩაილექოს, თითქოს რაღაც ხდება. ეს იმისთვის, რომ საზოგადეობა ჩაერთოს ამ პროცესში და არ იფიქროს ამ ჯადოსნური წრიდან გამოსასვლელ გზებზე. ჩვენც ასე ექვს თვეში ერთხელ ასეთი დრამატული მოვლენების წინაშე ვდგებით. ვიმეორებ, ბოლი წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ყველაფერი რუსული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს და პოლიტიკურ მოედანზე, ყოველ შემთხვევაში, ტელევიზიაში ძირითადი მასა, რაც გამოდის ყველა ეს ადამიანი ამ დრამატულ სანახაობაზეა დაშვებული.
_ეს _ერთი მხრივ. მეორე მხრივ ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის პროდასავლური ძალაა და საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის გეგმები ვერ განხორციელდება.
_ხელისუფლებას აქვს ეს როლი; მან პროდასავლური ღირებულების დამამკვიდრებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს. სანამ მათ ოპონენტებზე გადავიდოდეთ, უნდა დავსვათ კითხვა: რით გამოიხატება მათი პროდასავლურობა? პრაქტიკულად ამ 8 წლის განმავლობასი არც ერთი დასავლური ღირებულება საქართველოში არ არის დამკვიდრებული. თვითმმართველობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და ა.შ. როგორიც არის მაგალითად, კონკურენტული გარემო, გამჭვირვალე ხელისუფლება, თავისუფალი მედია. მათ, პრაქტიკულად, არაფერი დაუმკვიდრებიათ. სააკაშვილი თავიდან ბოლომდე ისეთივე ტიპის სახელმწიფოს შექმნას შეეცადა, როგორც დღეს არის რუსეთში. ერთმანეთის ალი და კვალი არიან პუტინი და სააკაშვილი. გემოვნებაც ერთნაირი აქვთ. ჩაიყვანა იმან შერონ სტოუნი, ჩამოიყვანა ამანაც. დაჯდა ის მანქანაზე და ეს დააპიარა, ამანაც გაიმეორა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პიარს რუსეთშიც და საქართველოშიც ერთი და იგივე პიარკომპანია ახორციელებს და არა მარტო იქმნება ეს შთაბეჭდილება, ბუნებრივია, როდესაც იგივე შერონ სტოუნის ვიზიტი ისე იქნება დაგეგმილი, რომ ერთი დღე მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში, ბუნებრივია, თუ ერთი პიარკამპანიის ჯგუფი არ აკეთებს ამას, შეუძლებელი გახდება, რომ ასე დაამთხვიო ეს ერთმანეთს, ან შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს ორი ჯგუფი. მეორე საკითხი: პრაქტიკულად პროდასავლური დროშით სააკაშვილი რუსულ საქმეს ასრულებს. თუნდაც ბოლო პერიოდი ავიღოთ: რატომ შეიტანა სარჩელი ჰააგაში შეცდომით, ნუთუ კვალიფიკაციის დეფიციტთან გვაქვს საქმე? არა, ბატონო. სჭირდებოდა ეს სააკაშვილს ქვეყნის შიგნით პიარისთვის, ხოლო გარეთ რუსეთისთვის, რომელმაც ჰააგის სასამართლოზე საშუალება მიიღო, თავი გაემართლებინა. ისევე როგორც პროტესტი და სარჩელი, რომელიც თითქოსდა მზადდებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის გადაწვის გამო და ეკოგენოციდზე იყო საუბარი, შემდეგ სააკაშვილმა აღიარა, რომ თურმე იქ ტანკები გვყოლია დამალული და დაბომბესო. ბევრი სხვა თემა ჯდება რუსულ ინტერესებში, როგორიც არის, მაგალითად, ეკონომიკის მთლიანი გადაცემა რუსეთისთვის, რუსეთის სპეცსამსახურების პარპაში საქართველოს ტერიტორიაზე. თუნდაც აგვისტოს ომი რას ემსახურებოდა და ხელისუფლების განცხადება, რომ “ცხინვალი აღგვილია პირისაგან მიწისა, რომ შენობა აღარ არის მთელი”. ეს მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, 3 წელი გავიდა და ცხინვალში მსხვერპლი არ არის დაფიქსირებული. ეს სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს რუსეთი საბაბით, რათა რუსეთმა გაგვლახოს ჩვენ, ქართველები, წაგვართვას ტერიტორიები, გააკეთოს ანტიქართული ქმედებები. Aამ საბაბით რუსეთს სააკაშვილის რეჟიმი უზრუნველყოფს, ხოლო გალახული გამოდის ქართველი ხალხი.
_მოდით, ოპოზიციაზე ვისაუბროთ. რას იტყვით ბურჯანაძისა და ქართული პარტიის მოქმედებებზე და ოქრუაშვილის განცხადებებზე, რომლებიც აქციის დღეებში გაკეთდა?
_ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების ნაწილი არიან და რუსების დავალებებს მაშინაც ასრულებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. იგივე ირაკლი ოქრუაშვილი თავისი მგზნებარე გამოსვლებით, როცა ყვიროდა, “ფეკალიებსაც კი მიირთმევენ რუსებიო”, მაშინაც რუსულს საქმეს აკეთებდა და რუსებს აძლევდა საშუალებას, რომ ქართველები გაელახა, საშუალებას აძლევდა, რომ ქართული პროდუქცია არ გასულიყო რუსულ ბაზაეზე. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რუსეთი ებრძოდეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველებისთვის ჩაკეტოს შესასვლელი სივრცე და გააკეთოს სავიზო რეჟიმი. ელემენტარულად, როგორ შეიძლება, მან დეპორტაცია გაუკეთოს მოსკოვში პრორუსული განწყობის ან რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობის მქონე ადამიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ლუკმა-პურს შოულობენ რუსეთში და გახადოს სააკაშვილის მომხრე. ეს ყველაფერი ხომ შეტანხმებით ხდება. ელემენტალურად, თუ მთლად ერთუჯრედიანი არსებები არა ვართ, ეს ყველაფერი ხომ იოლად აღსაქმელია. თუ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა, მან ქართველი ხალხი მოკავშირედ უნდა გაიხადოს. ამ დროს, პირიქით, ქართველ ხალხს სცემს და ამ ხალხს არ აძლევს ფუნქციონირების საშუალებას მისსავე ტერიტორიაზე. ქართველ ხალხს ართმევს ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ნინო ბურჯანაძის რადიკალური განცხადებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით. ძალიან კარგათ გვახსოვს დევნილთა მისამართით ნათქვამი სიტყვები_ რუსეთის აგენტებო. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ 7 ნოემბერს დარბევის დროს ბურჯანაძის სიტყვები გაიმეორეს 2011 წლის დარბევის დროს დღეს ხელისუფლებაში დარჩენილმა ადამიანებმა. ეს ერთი და იგივე ხალხია. ეს ხალხი ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ემსახურება რუსულ დავალებას. მათი მხრიდან ხან არის რუსეთის ლანძღვა, ხან ქება, იმის მიხედვით, თავად რუსეთს, როგორ აწყობს. ეს ძალიან კარგად იცის სააკაშვილმა და ძალიან კარგად იცოდა, რომ თვითონაც, ოქრუაშვილიც, კინწმარიშვილიც, ბურჯანაძეც და სხვებიც რუსეთმა დასვა ერთ გუნდში და მოიყვანა ხელისუფლებაში. მითხარით ერთი, რომელმა მათგანმა ვერ დაინახა იგორ ივანოვის ვიზიტები 2003 წელს მათ მხარდასაჭერად, რომელი არ იყო საქმის კურსში კინწმარიშვილი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე თუ სააკაშვილი?! შემდეგ რუსეთს დასჭირდა და ესენი გაყო. აღარ აღმოჩნდა დამაჯერებელი მტრის ხატად ებრალიძე და გიორგაძე. საჭირო იყო უფრო ახალი ფიგურების გამოყვანა, თორემ თამაში იშლებოდა.
_როგორ იშლებოდ?
_იმით, რომ ოპოზიციის ადგილს დაიკავებდნენ ქართული ცნობიერების მატარებელი ადამიანები, რეალური მოწინააღმდეგები სააკაშვილისა. Aამიტომ სასწრაფოდ საჭირო გახდა შევსება ე.წ. დამაჯერაებელი პრორუსული ფლანგის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება განამტკიცონ. ამ როლისთვის გამოიყენეს ოქრუაშვილიც, ბურჯანაძეც და სხვებიც. პრაქტიკულად, რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია. მიხეილ სააკაშვილი დღესაც საკმაოდ მყარად ზის თავის სკამზე. ბურჯანაძე, ოქრუაშვილი და მსგავსი ადამიანები მილიონი ჰყავს რუსეთს და ძალიან კარგად იცის, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ აუხტება, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და დღესაც რუსეთის მაქებრები იქნებიან. Aაი, ეს თამაში მიმდინარეობს. ვინც ამ თემაზე არ საუბრობს ან ხელს უწყობს ამ ტენდეციას, პრაქტიკულად, ის ან აგენტურაა, ანდა ელემენტალურად ერთუჯრედიანი არსებები არიან.
_ ანუ ხელისუფლება მართალია, როცა ბურჯანაძესა და ოქრუაშვილს რუსული ინტერესების გატარებაში ამხელს?
_ამ ნაწილში მართალია, მაგრამ თვითონაც ხომ რუსულ ინტერესებს ახორციელებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგი, პრორუსულ ოპოზიციას არ აინტერესებს, მაგრამ 26 მაისს პროდასავლელ ოპოზიციას არ უნდა აინტერესებდეს ძველი დისიდენტების მოსაზრება, ეროვნული მოძრაობის წევრთა მოსაზრება, იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც დასვლურ ღირებულებებს ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის საზღვრების დროს ამკვიდრებდნენ? Nნუთუ არც ერთ მათგანს არ აინტერესებს ამ ადამიანების გამოცდილება? ერთხელ მაინც ხომ უნდა იფიქრონ, მოდით, შიდა ქართული კონსესუნსი გავაკეთოდ. დაქირავებულ ექსპერტებს რომ აყვირებს ტელევიზორში, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, კარგით, მამუკა გიორგაძეს თავი დავანებოთ, ელემენტალურად, თამარ ჩხეიძე, მარიამ ბაღდავაძე, ნოდარ ნათაძე და სხვები. ეჭვის შეტანა მათ ცხოვრების წესსა და პრინციპებში შეუძლებელია. რატომ არ სცადეს ამ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევა? იმიტომ რომ სწორედ ეს ადამიანები ამხილებს მათ ხელისუფლებასთან ერთად თავიანთ პრორუსულ ქმედებებში. მათ ვერ ეტყვის, რუსული აგენტურა ხართო და ეს ხალხი ეტყვის და ნათქვამიც აქვთ ათასჯერ. რატომ არ ხდება იგივე მასმედიით ჩვენი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა პოზიციების დაფიქსირება იმ ტირაჟით, რა ტირაჟითაც ხდება იგივე ოქრუაშვილის, კინწმარიშვილისა და ბურჯანაძის გამონათქვამების ტირაჟირება? დღესაც ხელს არავინ უშლის არც ოქრუაშვილს, არც ბურჯანაძეს, რომ ტელეეთერით გააკეთონ მკვახე განცხადებები, რომ “ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სააკაშვილის რეჟიმის წინაარმდეგ”. თუ ბრძოლა უნდოდათ, იქ არ იყვნენ? არა, ბატონო, მათ დღესაც ფუნქცია აქვთ მინიჭებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს სივრცე უნდა შეავსონ. ამ ოპოზიციურ სივრცეში საზოგადოებამ სხვა ვერავინ ვერ უნდა დაინახოს, რათა მან ანტურაჟად მიიღოს მონაწილეობა ამათ ბრძოლებში. Eელემენტალურად, ლიდერების უმეტესობას არაფერი დაშავებია დარბევის დროს და გაილახა პატიოსანი ხალხი. დღეს კურტანიძე და ჯაჭვლიანი ციხეში სხედან, 100 კაცზე მეტი ციხეში ზის. გაილახნენ ადამიანები, რომლებიც მგრძნობიარე გულით გავიდნენ ქვეყნისთვის საბრძოლველადD და რატომღაც დანარჩენებს არაფერი მოსვლიათ. დღესაც ძალიან კარგად გამოდიან ტელევიზიებით და დღესაც უქმნიან იმ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ვინმე დასდევს ნინო ბურჯანაძეს ან მის ქმარს, ან თავის დროძე როგორც გააპარეს ოქრუაშვილი. არავინ კიდებს ხელს დანარჩენებს რომლებიც იმდენად არიან კორუფციასა და უკანონობაში გასვრილი, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე სრულიად შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მაგრამ არა, სააკაშვილს ასეთი ოპონენტი სჭირდება. რუსეთს სჭირდება აქ ასეთი ხელისუფლება და ასეთი ოპოზიცა. ეს სანახაობა კი მიმდინარებს რუსთაველის მოედანზე.
_ხელისუფლების პარალელურად, ნინო ბურჯანაძეს არ ეკისრება 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა?
_რაოდენ უარყოფიდათაც არ უნდა ვიყო ბურჯანაძის მიმართ განწყობილი, 26 მაისი თავიდან ბოლომდე ხელისუფლების კისერზეა. აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვაზე არ არის. ხელისუფლებამ შეგნებულად გადაწყვიტა, 26 მაისს ეჩვენებინა ძალა და 26 მაისს მან ნინო ბურჯანაძეს კი არ გადაუარა, მან ქართველ ხალხს გადაუარა, თორემ ბურჯანაძე დღესაც თავს კარგად გრძნობს. მან ქართველი ხალხი გალახა. ბურჯანაძისა ან მისი ოჯახის წევრების დაჭერა რომ სდომებოდათ, იქვე დაიჭერდნენ.
_რატომ გადავიდა ხელისუფლების აგრესია კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანზე?
_იმიტომ რომ კუტანიძე გულით იბრძვის. კურტანიძე არ თამაშობს და ის ვაჟკაცია. კურტანიძე იბრძოდა და ის ადამიანები კი, რომლებიც მუშტებზე იყურებოდნენ და ამბობდნენ, აბა მოვიდნენ და რამე გაბედონო, ისინი გაიპარნენ იქიდან. Kაი ქალზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მისი ქმარი და შვილი სად იყვნენ მაშინ?, რატომ გაიპარნენ რუსთაველიდან? კურტანიძემ იომა, სოსო ჯაჭვლიანი ახლაც ომობს, შიმშილობას აცხადებს და საავადმყოფოშიც არ შეწყვიტა შიმშილობა. ამ დროს ბურჯანაძე პატრონებთან დადის კიევში და თავს კარგად გრძნობს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ბურჯანაძისნაირი ლიდერების დრო დამთავრდა. დამთავრდა ხელოვნურად შეფუთული ფუყე ლიდერების დრო. დამთავრდა ე.წ. ხელისუფლებიდან მოწოდებული სატელევიზიო ლიდერებისა და ტელემებრძოლების დრო. რეალური მებრძოლები უნდა გამოვიდნენ უკვე ქუჩაში. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა კურტანიძისა და ჯაჭვლიანისნაირებმა უნდა აიღონ და არა იმ ხალხმა, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ და ახლა ლექციებს ჰყვებიან, თავიანთი უნიათობა რომ გაამართლონ. ბურჯანაძის პასუხისმგებლობა უნდა იყოს ასეთი, ის საერთოდ უნდა გაირიყოს პოლიტიკური სივრციდან. Mმისნაირები აფუჭებენ საქართველოში პოლიტიკურ გარემოს. ხოლო, ვინც ბურჯანაძისა და სააკაშვილის პასუხისმგებლობას ერთ სიბრტყეზე დააყენებს, ის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, რადგან ბურჯანაძის ფაქტორით შეეცდება, სააკაშვილის პასუხისმგებლობა შეამციროს.