“სახალხო პარტია” მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოსადგურის მაუწყებლობას ეწინააღმდეგება

gerbebi_Page_6
  • 10 აპრილი 15:52 2014   NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე ეხმიანება, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, რადიო „MA“ -ს და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ შორის გაფორმებული ხელშეკრელებით მიკროავტობუსებში მხოლოდ აღნიშნული რადიოს მაუწყებლობის გაჟღერებულ ფაქტს.

ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ დიდ სხვაობას ვერ ხედავს 2012 წლის ივნისში თბილისის მერის უშუალო მითითებით, ამ კომპანიის კუთვნილ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვას და 2014 წლის აპრილის თვეში იგივე კომპანიის მიერ ახალი რადიოსთვის ექსლუზივის მიცემას შორის.

„ თუ კარგად დაუფიქრდება კაცი, ისევ წინა ხელისუფლების უაზრო ქმედება ჯობდა, ვიდრე დღეს გადადგმული, იურიდიულად ”შეფუთული” ექსკლუზივის ერთი რადიოსთვის დაფეშქაშება. მაშინ ბოლო-ბოლო არაფერს არ მოუსმენდა მგზავრი და ეგ იყო სულ, ახლა კი არჩევანი მხოლოდ ერთი იქნება – ექსკლუზიურად თავს მოხვეული პოლიტიკური თუ მუსიკალური გემოვნება.

აღნიშნულ ქმედებაზე მხარეებს ალბათ, მზა პასუხიც ექნებათ და ორ კერძო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაზე მიგვითითებენ, თუმცა წესით და რიგით ნორმალურ ქვეყანაში ეს და მსგავსი სიტუაცია, უნდა რეგულირდებოდეს მერიას და ”თბილისის მიკროვატობუსს” შორის არსებული ხელშეკრულებით.

და ბოლოს ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ყველაფერი ეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“,- აცხადებს „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress