„სახალხო პარტია“ NATO-ს მუშაობის 65-ე წლისთავს ულოცავს

gerbebi_Page_6

04 აპრილი 2014    NEWS.GE

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის NATO-ს დაფუძნებიდან 65 წლის გასვლას „სახალხო პარტია“ განცხადებით ეხმაურება.

„დღეს 65 წელი შესრულდა, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1949 წლის 4 აპრილს, დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – NATO.

დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

სახალხო პარტია ულოცავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას მოღვაწეობის 65-ე წლისთავს და აღნიშნავს, მიუხედავდ იმისა, რომ აღარ არსებობს სსრკ-ს იმპერია ძველი ფორმატით, დღესაც ამ ორგანიზაციას არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა მსოფლიოში შექნმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთის ფედერაციის აგრესიული და იმპერიალისტური ქმედებებიდან გამომდინარე.

ჩვენ ვთვლით, რომ საქრთველოს სახელმწიფოს, მისი განვითარებისათვის და უსაფრთხოების უზრუნვეყოფისათვის არა აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპულ სტრუქტურებთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა.

ჩვენ მივესალმებით ნატოს და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთ განცხადებას, სადაც ისინი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავენ დაინტერესებას, თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს და კეთილგანწყობას საქართველოსადმი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაცემულია პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ავანსი ჩვენმიმართ და ჩვენ მიერ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სერიოზული დახმარების და მხარდაჭერის იმედი უნდა ვიქონიოთ.

ასევე, მეტად მნიშვნელოვანია არაერთგზის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, განავითაროს თანამშრომლობა პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

ამიტომ ჩვენც და ხელისუფლებასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ავანსად გაცემულ მხარდაჭერას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. თან ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნატოსთან შეთანხმებული საკითხების რევიზიას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება ყველა მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress